მკვლელი მძღოლები - საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში და კანონპროექტი განხილვის მოლოდინში
პოზიცია - 13:08, 23 Mar, 2017     6376
ამ დრომდე მძიმეა თბილისში, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი 11 წლის ქალიშვილის ცხედარი კი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.


გაჩერებაზე მდგარ დედა-შვილს BMW-ეს მარკის ავტომობილი გუშინ დაეჯახა.

ცნობილია, რომ ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს, შემდეგ განათების ბოძს და ბოლოს მათ შეეჯახა.

ორივე ავტომობილის მძღოლი გამოძახებულ პოლიციას ადგილზე დახვდა.

თვითმხილველების თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა.

ფაქტმა საზოგადოება შეძრა და დღის წესრიგში კვლავ დააყენა ის საგანგაშო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთ წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევებს უკვე 20-მდე ბავშვი ემსხვერპლა.

მართალია მიმდინარე წლის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა „ნიუპოსტი“ 2016 წლის სტატისტიკას გთავაზობთ, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

გასულ წელს სულ 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. აქიდან 581 ადამიანი დაიღუპა, 9 951 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 6 ქვეითი და 17 ბავშვი იყო.

არასამთავრობოები მოძრაობის წესების ხშირი დარღვევას და სტატისტიკურად ე.წ. აგრესიული მძღოლების რაოდენობის მატებაზე საუბრობენ.

მესამე სექტორი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მათი თქმით, ავარიის მიზეზების საფუძვლიანი კვლევა არ ხდება, ამასთან დამრღვევი მძღოლები ხშირად არ ისჯებიან. ისინი კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.

კანონის გამკაცრების მომხრეა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა უწყების მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა დეპუტატებმა პირველი მოსმენის შემდეგ, გაურკვეველი ვადით გადადეს.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება ფაქტობრივად არ ხდება.

ლალიაშვილის „ნიუპოსტთან“ გაკეთებული შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს საგანგაშო შედეგი მიზეზის გარეშე არ დგება.

„გუშინდელი საზარელი ფაქტის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა ხშირია, წელიწადში 600 - მდე ადამიანი იღუპება. თუ ჩვენ არ მივიღეთ პრევენციული ზომები ეს რიცხვი კვლავ გაიზრდება. სამუშაოები ბევრი მიმართულებით არის ჩასატარებელი, ეს არის როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი ხარვეზია. ტექნიკური დათვალიერებაა გასაკეთებელი, თუმცა პირველი და მოკლევადიან პერსპექტივაში სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე თვეა დევს, პირდაპირ რომ ვთქვათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება ძალიან სუსტია”- აღნიშნავს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე.

ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ არასაკმარისია ის ადამიანური რესურსი რომელიც აღსრულების კუთხით პოლიციას გააჩნია.

„ეკო ტრანსპორტ ცენტრი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე კი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ საკითხზე კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი.

მისი თქმით ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 2008 წლის შემდეგ მცირდებოდა, 2012 წლიდან კი სტატისტიკა მზარდია, წელს კი მაჩვენებელმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.

სპეციალისტის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა.

„პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებამ 2012 წელს ჯარიმების განახევრება დაიწყო ისეთ დარღვევებზე, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საგზაო უსაფრთხოებასთან და რაც ხშირ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევდა. აქ პრობლემა იყო დამოკიდებულებაში. რეალურად ხელისუფლებამ არაკეთილსინდისიერ მძღოლებს მესიჯი გაუგზავნა, რომ ჩვენ თქვენდამი ლოიალურად განწყობილები ვართო, რამაც დაუსჯელობის სინდრომი გამოიწვია“- აღნიშნა ურუშაძემ.

მისი თქმით, შეუძლებელია პრობლემა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოფხვრას.

„ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელშიც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტი, თვითმმართველი ქალაქები უნდა ჩაერთონ, რომ პრობლემა ერთობლივად იქნას შესწავლილი და შემდეგ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები“- განმარტა ვასო ურუშაძემ.

პრობლემის სიმწვავეზე და მისი მოგვარების აუცილებლობაზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს “ნიუპოსტთან“ „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილიც.

მისი თქმით, საგზაო წესებთან დაკავშირებული დღეს მოქმედი კანონი არაადეკვატურია.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არიან მძღოლები, რომლებიც პატიოსნად იცავენ საგზაო წესებს, არიან მძღოლები რომლებიც განზრახ არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, მომრავლდნენ პირები რომლებიც არიან მკვლელები, რომლებიც ავტომობილს მთვრალ მდგომარეობაში მართავენ. გადაადგილდებიან 180-200 სიჩქარით. ამის ახსნა მარტივად შეიძლება ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა ბერკეტი, რომ დაგვიცვას აგრესორი მძღოლებისგან. ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბევრი მიმართულებით. საგზაო მოძრაობის პროგრამა, რომელიც შს სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდა გაჭედილია პარლამენტში აგერ უკვე წელიწადნახევარია. ამ ხნის განმავლობაში კი 900-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება. ისინი მსგავსი უმოქმედობით პრაქტიკულად თანამონაწილეები არიან საშინელი მკვლელობებს“- აღნიშნა მესხიშვილმა.

კანონის გამკაცრების მომხრეა შინაგან საქმეთა მინისტრიც. გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილებას ელოდება, რომლებმაც კანონის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42