სავალდებულო სერტიფიცირებაზე სასოფლო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად კანონი მიიღეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:47, 23 Mar, 2017     979
დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ”.

კანონი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა, მიზნად ისახავს სავალდებულო სერტიფიცირებას სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში FAO-ს მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს სამამულე პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №569 დადგენილების „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება მიმდინარეობს.

მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბალის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 1500 ჰა მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს. გაიცა ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 97 სერტიფიკატი და 25 000 სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი. ასევე შესწავლილია 40-მდე სანერგე და 15 სათესლე მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42