მედიაში გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში რამდენიმე ადამიანია დაკავებული. რეიდები, სავარაუდოდ, ლონდონში განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება.
რეიდისა და დაკავებულთა შესახებ პოლიციას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ბოლო ინფორმაციით, ვესტმინისტერის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. გარდაცვლილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერი,
შეგახსენებთ, გუშინ, ლონდონში ორი თავდასხმა მოხდა. ვესტმინისტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, თავდამსმხელი კი პოლიციელებმა მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






