ლონდონში მომხდარ თავდასხმას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა
მსოფლიო - 09:14, 23 Mar, 2017     2214
ლონდონში რამდენიმე საათის წინ თავდასხმა მოხდა, რომელსაც ბრიტანული მედია "ტერორისტულ აქტად" ფასებს, თუმცა, ოფიციალური უწყებები სტატუსის მინიჭებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი: „თანავუგრძნობ დაშავებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს. ისინი, რომლებიც ცდილობენ მსგავსი ბარბაროსული მეთოდებით შეუტიონ ჩვენს დემოკრატიას, ვერასდროს გაიმარჯვებენ“, - წერს კემერონი.
ტვიტერში უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს დონალდ ტუსკიც: "თანავუგრძნობ ვესტმინისტერის თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს, ევროპა დიდი ბრიტანეთის გვერდით დგას ტერორიზმის წინააღმდეგ და მზად არის დასახმარებლად".
ბელგიის პრემიერ-მინისრმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა: "ჩვენ თანავუგრძნობთ მათ ვინც გლოვობს და ყველას, ვინც დაშავდა ლონდონში. ბელგია მხარში უდგას დიდ ბრიტანეთს ტერორისზმთან ბრძოლაში".
დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკ რასმუსენმა აღნიშნა: "შეძრწუნებულნი ვართ ლონდონის მოვლენებით. მე ვფიქრობ ჩვენს ბრიტანელ მეგობრებზე".
მომხდარს ტვიტერში გამოეხმაურა ანგელა მერკელი: "ღრმად შეძრწუნებული ვარ პოლიციასა და საზოგადოების წარმომადგენლებზე თავდასხმით. ვფიქრობ დაშავებულებზე და სოლიდარობას ვუცხადებთ დიდ ბრიტანეთს".
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, საფრანგეთმა კარგად იცის რას განიცდის ბრიტანეთი, ოლანდი ტვიტერში წერს: "ტერორიზმი გვაძრწუნებს თითოეულ ჩვენგანს და საფრანგეთმა კარგად იცის რას განიცდის ბრიტანეთი ახლა".
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ვესტმინისტერის ხიდსა და პარლამენტის შენობის ეზოში მომხდარი თავდასხმების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი და პოლიცილეი, დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42