დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან თავდამსხმელი მამაკაცი ლიკვიდირებულია (ფოტო)
მსოფლიო - 19:49, 22 Mar, 2017     2055
ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან თავდამსხმელი მამაკაცი ლიკვიდირებულია.
ბრიტანული მედიის ცნობით, მამაკაცი სამართალდამცავებმა მოკლეს.ამავდროულად, თვითერზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, პარლამენტის ეზოში ერთ-ერთი დაშავებულის დასახმარებლად მივიდა, შემდეგ ზეწარი გადააფარა და ადგილზე დატოვა. სავარაუდოდ, ეს ის თავდამსხმელია, რომლის ლიკვიდაციაც სამართალდამცავებმა მოახერხეს.

"სკოტლანდ ეარდი" ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებს, ვიდრე სხვა დეტალები არ გახდება ცნობილი.

ბრიტანული მედიის ცნობით,ლონდონში ერთდროუალად ორი თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციის ოფიცერია დაჭრილი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პარლამეტში შეღწევას ცდილობდა, პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. პარლამენტის შენობის შესასვლელი ამ დრომდე დაკეტილია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოძრაობა შეზღუდულია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვესტმინისტერის ხიდზე, მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.

განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ. როგორც თვითერზე ერთ-ერთი პოლიტიკოსი წერს, ვესტმინისტერის ხიდზე ათობით ადამიანია დაშავებული, შესალოა იყვნენ დაღუპულებიც. თუმცა ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა, ლონდონში, ჯერჯერობით უცნობია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42