შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურის დანიშნვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბრუნო ლე რუმ, კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულ პოსტსზე ფეკლი ბრუნო ლე რუმ თავად წარადგინა.
ფრანგულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მან პარლამენტარობის დროს თავისი შვილები , 15 და 16 წლის ასაკში თანაშემწეებად დაასაქმა და სოლიდურ ანაზღაურებას უხდიდა. მედიის ცნობით, საერთო ჯამში მათ 60 ათასი ევრო გამოიმუშავეს ხელფასის სახით. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პროკურატურამ გუშინ წინასწარი გამოძიეაბა დაიწყო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან „ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე“.
აღნიშნული სახის სკანდალი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის “რესპუბლიკელებიდან“ ფრანსუა ფიიონის ირგვლივაც აგორდა. გავრცელებული ცნობით, ფრანსუა ფიიონმა დეპუტატობისას, მისი მეუღლე თანაშემწედ დანიშნა, რომელიც მუშაობისას თვეში 3 677 ევროს იღებდა. ჯამში მან 900 ათასი ევრო მიიღო. ფრანგული მედიის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ ეს ფიქტიური სამუშაო იყო და ფიონმა ნახევარი მილიონი ევრო „არაფრის კეთებისთვის მიიღო.“
მასალის გამოყენების პირობები






