იაპონიაში, მოხუც მოქალაქეებს მართვის მოწმობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, დაკრძალვის ხარჯებზე ფასდაკლებას სთავაზობენ.
როგორც BBC წერს, აიტის პრეფექტურის ხელისუფლებამ ავარიების რაონების შემცირება, ამგვარი შეთავაზებით გადაწყვვიტა.
ბოლო დროს, იაპონიაში, ავტოსაგზაო შემთვევებში მონაწილეთა უმრალესობ, სწორედ ხანდაზმულები არიან.
იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თუკი მოქალაქეებს აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა სურთ, უნდა წარმოადგინონ მართვის მოწმობაზე მათ მიერ გაცხადებული უარის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც პოლიციის შტამპი ექნება. შესაბამისად, ისინი 15 %-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
ფასდაკლება გავრცელდება არა მხოლოდ მძღოლზე, არამედ მისი ოაჯხის წევრებზეც, თუნდაც ისინი სხვა პრეფექტურაში ცხოვრობდნენ.
2015 წლის მონაცემებით, ქვეყანაში , მოქმედი მართვის მოწმობით 75 წლეს გადაცილებული 4.8 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
მსგავსი პროგრამები უკვე მოქმედებს იაპონიის სხვადასხვა რეგიონში, სადაც მართვის მოწმობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, რესტორანში ან ტაქსით სარგებლობისას ფასდაკლებას სთავაზობენ.
მასალის გამოყენების პირობები






