„ქართული ლუდის კომპანიას" საერთაშორისო საფინანსო ,საბანკო სექტორის და რეგიონის ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:19, 21 Mar, 2017     1747

სს. „ბია“-ს ორგანიზებით 2017 წლის 20 მარტს რადისონ ბლუ ივერიის სასტუმროში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ ჩატარდა. ფორუმის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.

ფორუმს ესწრებოდნენ უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიების, კერძო ფონდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიების, სავაჭრო პალატების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები.

ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აშშ-ს მსხვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლები, რეგიონის უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას ესტუმრნენ.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორის კახაბერ კოტრიკაძის განცხადებით მსგავსი სახის გაცნობითი და B2B შეხვედრები გარკვეულ წარმოდგენებს უქმნის უცხოელ ინვესტორებს და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ფინანსური რესურსის მოსაზიდად, საექსპორტო არხების განვითარებისათვის და უცხოურ კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

„ეს არის წარმოება, რომელმაც მოგვცა იმპულსი იმისა, რომ გვეთქვა - დღეს საქართველო აბსოლუტურად მზადაა მიიღოს ევროპული და ამავდროულად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური გამოწვევები. მსგავსი წარმოება არის პლატფორმა, ჩვენთვის, უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისთვის იმისთვის რომ განვიხილოთ პერსპექტივები სამომავლო თანამშრომლობაზე და ინვესტიციების განხორციელებაზე.“ - განაცხადა ამერიკული ბანკის Wells Fargo-ს ვიცე პრეზიდენტმა გიორგი აკირთავამ.

„რა თქმა უნდა გვქონდა წარმოდგენები საქართველოში არსებულ ადგილობრივ წარმოებებზე. ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენთვის იყო ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“ - განაცხადა ევროპლანის დირექტორმა ალექსანდრე მიხაილოვმა.

„ზედაზენის“ სტუმრებმა საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესები დაათვალიერეს და ქარხანაში წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42