,,უმრავლესობაში იციან, რომ უსმენენ და ეს მაზოხისტურ სიამოვნებაში გადასდით“ - ვის დარჩება მოსმენების გასაღები?
პოზიცია - 15:19, 21 Mar, 2017     2416
ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. მოსმენების გასაღები - ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის გარშემო ბოლო ორი წელიწადია დავა არ წყდება.


საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო გუშინ დაადო.

ქვეყნის პირველი პირი ვეტოს ორი ძირითადი მიზეზით ხსნის:

პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

მარგველაშვილის აზრით, კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯებია.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

2014 წელს მიღებული და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული ე.წ. მოსმენების კანონი, "ქართულმა ოცნებამ' ცოტათი შეცვალა. რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, უმრავლესობაში უკვე ანონსის სახით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

დღეს, კი იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

„არ არის ნამდვილად საფუძვლიანი არგუმენტები, რაც პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ წარმოადგინა“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ეკა ბესელიას განცხადებით კი კომიტეტზე ვერ მოისმინეს არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებაში დაარწმუნებდა უმრავლესობას.

„ გაუგებარია და ვერ ვხედავ ლოგიკას, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე რგოლში“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ხელისუფლება უსაფრთხოების სფეროში ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას თავს ვერ მისცემს.

უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გააჩნია ფართო მანდატი, რომელიც რეალურ დროში ფარული მოსმენა-მიყურადებების მოქმედებების დაკვირვებას განახორციელებს. ბესელია დარწმუნებულია, რომ ეს, ამ მიმართულებით მოქალაქეთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კანონპროექტის ჯერ საკონსტიტუციო, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახად ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ აღნიშნული სისტემის ფლობა არის არაკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სამართლებრივი ბერკეტი, რაც ხელს შეუშლის ამ კანონპროექტის კანონად ქცევა“ - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია.

"ხელისუფლების გაჯიუტება“ აბსოლუტურად გაუგებარია," - პოლიტოლოგ გია ხუხაშვილისთვის.

ექპერტი „ნიუპოსტთან აცხადებს, იმას, თუ რატომ იგდებს ასეთ მდგომარეობაში "ქართული ოცნება" თავს, რაციონალური ახსნა არ აქვს და ეს უფრო მაზოხიზმს ჰგავს.

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა თვითონაც კარგად იციან, რომ უსმენენ, ამიტომ მასთან კომუნიკაციისას პირდაპირ შეხვედრისას ამჯობინებენ.

"ხელისუფლებამ ჭკუა ვერაფრით ისწავლა. მმართველი გუნდი ისევ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ამოდის და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის პირველი ისტორია და როგორც სჩანს, ამ ისტორიას გაგრძელება ექნება. ძალიან სასაცილოა მათი (ქართული ოცნების დეპუტატების) განცხადებები დღევანდელ განხილვაზე, როდესაც ისინი პრეზიდენტს კითხვას უსვამენ ე.ი არ ენდობა სპეციალურ სამსახურებს?! ადამიანები, სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც ცდილობენ, რომ სახელმწიფო ააშენონ ნდობა არნდობაზე და ვიღაცის სურვილენზე აქ სახელმწიფო ინტერესებზე საუბარიც კი ზედმეტია. პრობლემა ის კი არ არის ვის ვენდობით ან არ ვენდობით - სახელმწიფო ინსტიტუციურ წესრიგზე იგება და არა რაღაც სუბიექტურ ფაქტორებზე, რომ ვიღაცას ენდობი თუ არა. ადამიანები, რომლებიც ასე ვიწროდ აზროვნებენ, ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებენ საზოგადოებაში"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი თვლის, რომ სტრასბურგში ხელისუფლება ამ დავას წააგებს და იმიჯს საბოლოოდ დააზიანებს.

"ყველა ასეთი შეცდომა ბუმერანგივით უკან უბრუნდება შეცდომის ავტორს. ეს არის უნივერსალური კანონი. დღეს ისინი, რაზეც დგანან არის უალტერნატივობა. არ არსებობს ძლიერი ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებაში ჩაბუდებულ პროტესტს სათავეში ჩაუდგება. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. პოლიტიკურ ბაზარზე არის ალტერნატივის მოთხოვნა და ეს ალტერნატივა აუცილებლად გამოჩნდება"- განმარტა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს შეიძლება არც მოსწონდეს აღნიშნული კანონპროექტი, რადგან არსებობს განცდა, რომ მათაც უსმენენ.

"იმდენად არინ მიჩვეულები, რომ ტელეფონზე მესამე ადამიანს ესაუბრებიან, რომ ეს მაზოხისტურ სიამოვნებაში გადაუვიდათ და უამისოდ ცხოვრება ვერც წარმოუდგენიათ. მეტსაც გეტყვით, რომ ამ გუნდის ბევრი წარმომადგენელი, როდესაც ჩემთან კომუნიკაციაში შემოდის, ისინი მეუბნებიან, რომ ტელეფონზე ვერ დამელაპარაკებიან და პირდაპირ უნდა ვნახო. სწორედ, ეს ადამიანები დღეს ნდობა-არნდობაზე საუბრობენ. ამას მაზოხიზმი არ ჰქვია?! თვითონ არ საუბრობენ ტელეფონზე, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ უსმენენ"- უთხრა ნიუპოსტს ექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42