ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ თვითერზე გაკეთებულ განცხადებას დაასტურებს, იმის შესახებ, რომ მას წინასაარჩევნო პერიოდშ ბარაკ ობამა უსმენდა"- განაცხადა ჯეიმს კომიმ.
ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი კი მოითხოვს, რომ აღნიშნული განცხადების გამოპ ტრამპმა ბოდიში მოიხადოს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს Twitter-ში მისი განცხადების გამო. ის ნათლად მიანიშნებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ და FBI-მ დანაშაული ჩაიდინეს. ცხადია, ეს ასე არ ყოფილა და მან ამერიკელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს,“ - განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ქაფუანომ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა ფარულ სატელეფონო მოსმენებში დაადანაშაულა. ტრამპმა აღნიშნულ ბრალდებას თვითერზე რამდენიმე პოსტი მიუძღვა, რომლებშიც აღნიშნავს, რომ ობამა მას საარჩევნო კამპანიის დროს უსმენდა.
"საშინელებაა, ახლა გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე, ობამამ ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე ბრძანება გასცა, თუმცა ვერაფერს მიაგნო, ეს მაკარტიზმია"- დაწერა დონალდ ტრამპმა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და სენატს გამოძიებისკენ მოუწოდა.
ტრამპის ბრალდდებები მაშინვე უარყვეს მოქმედმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა: პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გამოძიების ფედერალური ბიურის დირექტორმა ჯეიმს კომიმ, ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა, ცენტრალური სადაზვევრო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ დევინ ნუნესმა, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ კონ მაკკეინმა, წარმომადგენლობით პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა, თეთრი სახლის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა დენის მაკდონოუმ.
მასალის გამოყენების პირობები






