15 ბენეფიციარმა კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან 2 წლიანი თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:59, 21 Mar, 2017     1064
სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს 15 ბენეფიციარმა კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში სააგენტოსთან 24 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა და საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 15 კომპანიიდან 12 სრულიად ახალი საწარმოა, რომლებმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წამოიწყეს ახალი საქმიანობა, ხოლო 3 საწარმომ პროგრამის ფარგლებში არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება შეძლო და მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი ბიზნესი. ამასთანავე, უნდა აღნიშნოს, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღნიშნული 15 საწარმოდან 5 ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლებმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით პირველად განახორციელეს ექსპორტი და 2 720 653 ლარის ღირებულების პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა მოახერხეს.

ხსენებული 15 კომპანიის მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 60 800 000 ლარზე მეტია, სუბსიდიის სახით მათზე 6 899 329 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი სახელმწიფოს ბიუჯეტში 12 969 167 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, საწარმოების მიერ 470 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას.

დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, მხარდაჭერილია 184 პროექტი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 384 000 000 ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული პროექტების დახმარებით საქართველოში ჯამურად შექმნილია 7 966 ახალი სამუშაო ადგილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42