საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ნიკორა სუპერმარკეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:46, 21 Mar, 2017     2099
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ნიკორა სუპერმარკეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ და „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის შევსება-განახლების, მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევისა და შესწავლის, ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების ზრდის და ზოგადად, საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია ბოტანიკურ ბაღს მიზნობრივად დააფინანსებს 100 000 ლარის ოდენობით.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. მისი განცხადებით, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კერძო სექტორი, საჯარო სექტორთან ერთად, საზოგადოების კეთილდღეობის ასამაღლებელ ღონისძიებებში ერთვება.

„ბოტანიკურ ბაღთან ხელმოწერილი შეთანხმება, კლასიკური ნიმუშია იმისა, როგორი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე უნდა იყოს კომპანია, რომ ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას; იმას, რომ ბოტანიკურ ბაღში მეტი უკეთესი პროექტი გაკეთდეს, მეტი ტურისტი და ვიზიტორი მოვიზიდოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც შემოწირულობის ფარგლებში დაფინანსდება.

„თანხა, რომელიც შემოწირულობის სახით იქნება მობილიზებული ბოტანიკური ბაღის ანგარიშზე, ბოტანიკური ბაღის მიერ ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით, მცენარეთა მრავალფეროვნების სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების დასაფინანსებლად, აგრეთვე საგანმანათლებლო საქმიანობისა და რაც მთავარია ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის შევსება-განახლების აქტივობებზე დაიხარჯება,“- განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

საქართველოში ეს ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კერძო კომპანია უშუალოდ ერთვება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კვლევის საქმეში, კონკრეტული გარემოსდაცვითი პროექტების ფინანსური მხარდაჭერის გზით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42