საფრანგეთის ხუთ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის პირველი ტელედებატები გაიმართა
მსოფლიო - 12:36, 21 Mar, 2017     1531
საფრანგეთში, ტელეარხ TF1-ზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტელედებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობა ხუთმა წამყვანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო: „რესპუბლიკელების“ ფრანსუა ფიიონმა, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა, მმართველი „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა ბენუა ამონმა, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა და პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა.


საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტებმა ემანუელ მაკრონმა და მარინ ლე პენმა სანაპიროებზე, მუსლიმი ქალებისთვის ბურკინების აკრძალვაზე იკამათეს. მაკრონმა განაცხადა, რომ ლე პენს სურს, საფრანგეთში მაცხოვრებელი ყველა მუსლიმი ქვეყნის მტრად გადააქციოს.

ბენუა ამონი კვლავ მმართველი პარტიის ლოზუნგებით გამოვიდა. ფრანსუა ფიიონმა გამარჯვების შემთხვევაში "ეროვნული აღორძინების" პირობა დადო.

ლე პენმა კი განაცხადა, რომ ქვეყანაში მიგრანტების შედინებას შეაჩერებს, ქვეყნის ინტერესბიდან გამომდინარე იმოქმედებს, რადგან არ აპირებს "მერკელის ვიცე-კანცლერი გახდეს."

ჟან ლიუკ მელაშონმა კი განაცხადა, რომ ევროპაში საზღვრების საკითხი უნდა გადაიხედოს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არასაიმედო ვითარება შეიქმნა და მაგალითად რუსეთი და უკრაინა მოიყვანა.

ყირიმის ანექსიაზე საუბრისას, კონკურენტის პოზიციას დაეთანხმა ფრანსუა ფიონი. მან კოსოვოს პრეცედენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ევროპამ თავად შეცვალა საზღვრები და ამით დაიცვა დემოკრატიის ფუნდამენტური პრონციპი, რომელიც ხალხის თვითგამორკვევის უფლებას ეხება.

კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია მათ ემანუელ მაკრონმა. მან ოპონენტებს მიუთითა, რომ ევროპამ და კერძოდ, საფრანგეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებაზე უარი უნდა თქვას.

გამოკითხვის თანახმად, დებატებში გამარჯვებულად , მაკრონსა და მელაშონს აღიარებენ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. თუკი ერთ-ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ აიღებს, რაც მოსალოდნელია, ყველა მეტი ხმების მქონე 2 კანდიდატი მეორე ტურში გადავა და არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენი ხმათა 25%-ზე მეტს ვერ აიღებს, მეორე ტურშუ კი დამარცხდება, როგორც მაკრონთან, ასევე ფიიონთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42