სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიემგზავრება
მსოფლიო - 11:41, 21 Mar, 2017     5944
ცნობილი ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი კოსმოსში გაემგზავრება.


ამის შესაძლებლობას მეცნიერს რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin group-ი მისცემს.

როგორც თავად ჰოკინგმა "Good Morning Britain"-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, მას არასოდეს უოცნებია, რომ კოსმოსში გამგზავრებას შეძლებდა, თუმცა როგორც კი რიჩარდ ბრენსონმა ადგილი შესთავაზა, მაშინვე დათანხმდა.

"ჩემმა სამმა შვილმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და მე შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რა გამაბედნიერებს - კოსმოსში მოგზაურობა" - განაცხადა ფიზიკოსმა.

ჯერ კიდევ 2015 წელს, რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ იმედოვნებდა, ერთ დღესაც მას მიეცემოდა შესაძლებლობა, ჰოკინგი " ვარსკვლავებთან წაეყვანა." განცხადებაში ბრენსონი აღნიშნავდა, რომ მისი ეს შეთავაზება განპირობებული იყო იმ უდიდესი მოკრძალებითა და აღფრთოვანებით, რასაც იგი ჰოკინგისადმი განიცდიდა.

75 წლის ჰოკინგი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული პირველი ადამიანი იქნება, რომელიც კოსმოსს ეწვევა.

აღნიშნული დიაგნოზი ჰოკინგს 21 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადება, სიმძიმისგან გამომდინარე, დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში სიკვდილს იწვევს , თუმცა ჰოკინგმა "ვადას" უკვე 50 წლით გადააჭარბა.

ვირჯინ გალაქტიკით კოსმოსში გაფრენა $250 ათასი ღირს, მაგრამ სტივენ ჰოკინგისთვის ეს მოგზაურობა უფასო იქნება. ხომალდის პირველი ფრენა 2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42