ელისო ქარჩავა: “პანცილიონის“ მთავარი უპირატესობა ხარისხია“...
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:29, 21 Mar, 2017     1882

“თავიდან მეც ჩვეულებრივი მკერავი ვიყავი, შემდეგ დაინახეს ჩემი შესაძლებლობები და დამაწინაურეს“... - ამბობს ელისო ქარჩავა, რომელიც კომპანია “პანცილიონში“ წარმოების უფროსად მუშაობს.

-რა სპეციალობის ხართ და რას საქმიანობდით “პანცილიონში“ მოსვლამდე?

- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალობით ძალიან ცოტა ხანი ვიმუშავე, რადგან ძალიან რთული პერიოდი ედგა საქართველოს - უკიდურესი გაჭირვება, არეულობა... ამიტომ ოჯახთან ერთად ქვეყნიდან დატოვება მომიხდა და სამუშაოდ რუსეთში წავედი. იქ 14 წელი დავყავი და მინდა ვთქვა რომ საკმაოდ ნაყოფიერად და წარმატებულად ვიმოღვაწევე...

-მიუხედავად ამისა, საქართველოში დაბრუნდით...

-რა თქმა უნდა, თავიდანვე ასე მქონდა გამიზნული და ვიცოდი რომ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებოდი...

-“პანცილიონის“ გუნდს როდის შემოუერთდით?

- შვილები უკვე სტუდენტები იყვნენ, მე უსაქმოდ ყოფნა არ შემეძლო და სამსახურს აქტიურად ვეძებდი. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთში სამკერვალო სალონში ვმუშაობდი აქაც იგივე სფეროში ვცადე ბედი და მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ სამკერვალოში. ერთხელაც ამ სალონში “პანცილიონის“ წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და შეკვეთა “მოგვცეს“. იმდენად მოეწონათ ჩემი ნამუშევარი, რომ მათ საწარმოში მუშაობა შემომთავაზეს. ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ... თავიდან მეც ჩვეულებრივი მკერავი ვიყავი, თუმცა შემდეგ დაინახეს ჩემი შესაძლებლობები როგორც დიზაინის, ისე მენეჯმენტის კუთხით და დამაწინაურეს.

-როგორი იყო საწარმო თქვენი მოსვლისას და რა სიახლეები დაინერგა ამ ხნის განმავლობაში?

- როცა საწარმოში მოვედი შედარებით მოძველებულ დანადგარებზე ვმუშაობდით. ამ ხნის მანძილზე საწარმო ეტაპობრივად განვითარდა, განახლდა მანქანა-დანადგარები, ავიყვანეთ ახალი კადრები... რაც მთავარია, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის და კიდევ უამრავი სიახლეა დაგეგმილი. მალე ახალი, უფრო დიდი მასშტაბის საწარმო აშენდება, რომელიც კიდევ უფრო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი, რაც გაზრდის როგორც ავეჯის ხარისხს, ისე გააადვილებს მუშაობის პროცესს საწარმოში დასაქმებულთათვის. ეს ფართი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რადგან მოთხოვნა გაცილებით დიდია და მის დაკმაყოფილებას 2-3-ჯერ დიდი ფართი სჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო “პანცილიონის“ დირექტორსა და დამფუძნებელს, ხვიჩა ბანცურს პროფესიონალიზმისთვისა და ადამიანობისთვის. იგი არის ნოვატორი ადამიანი, რომელიც საწარმოს განვითარებაზე და თანამშრომლების კეთილდღეობაზე მუდმივად ზრუნავს.

-საქართველოში ავეჯს ბევრი კომპანია აწარმოებს, როგორ უმკლავდებით კონკურენციას?

-“პანცილიონის“ მთავარი უპირატესობა ხარისხია. ჩვენთან იქნება უმაღლესი ხარისხის ავეჯი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და სრულად აკმაყოფილებს ყველანაირი მომხმარებლის მოთხოვნილებას.

“პანცილიონი“ ქმნის ხარისხს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42