ისინი საუდის არაბეთს უჩივიან.
„ეს სარჩელი ადასტურებს, რომ ოჯახები დანებებას არ აპირებევ, ისინი აპირებენ დაამტიკოცონ, რომ მოვლენებში საუდის არაბეთიც იყო კავშირში“ - განუცხადა USA Today-ს ადვოკატმა კიმ კრეინდლერმა, რომლის იურიდიული ფირმაც უკვე 16 წელია ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს ემსახურება.
სარჩელი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, თუმცა იურისტები და მოსარჩელეები თანხას საჯაროდ არ ასახელებენ.
სარჩელში საუბარია იმ ბანკებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც მოსარჩელეების აზრით, ისლამისტების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. მოსარჩელეები აცხადებე, რომ ეს ორგანიზაციები ტანამშრომლობდნენ ალ-ქაიდას ლიდერთან ოსამა ბინ ლადენთან და დაეხმარნენ მას პაკისტანსა და ავღანეთში ტერორისტული ფრთის გაძლიერებაში.
თეორია, 9/11-თან ერ-რიადის შესაძლო კავშირის შესახებ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ავიალაინერების გამტაცებელი 19 ტერორისტიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.
გარდა ამისა, სარჩელში მოცემულია საუდის არაბეთის მაღალჩინოსნების სახელები, რომლებსაც, მოსარჩელეების თქმით, ტერაქტამდე 1.5 წლით ადრე თვითმფრინავის გამთაცებლებთან ჰქონდათ კავშირი.
სასამართლოში სარჩელის შეტანას წინ უძღოდა ხანგრძლივი ბრძოლა ბარაკ ობამასა და კონგრესმენებს შორის.
2016 წლის 28 სექტემბერს აშშ-ის კონგრესმა დასძლია პრეზიდენტ ობამას ვეტო კანონპროექტზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავებს უფლებას აძლევდა, საუდის არაბეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეეტანათ. ბარაკ ობამას 8 წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე, ეს პირველი ვეტო იყო, რომელიც სენატმა დაძლია. ობამა თვლიდა, აღნიშნული კანონის მიღება აშშ-ისა მოკავშირეებში უთანხმოებას გამოიწვევადა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ღრმა კრიზისის ფონზე.
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებში რიამე როლი. ერ რიადი კანონპროეტს მკვეთრად აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ კანონის დმატკიცების შემთხვევაში , აშშ-ის ეკონომიკაში მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე უარს განაცხადებდა.
1976 წელს მიღებული კანონის თანახმად, აშშ-ში სხვა ქვეყნებს ამერიკული სასმართლოების დევნისგან იმუნიტეტი იცავს.
სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს, რომ ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ ის ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებზე, რის შედეგადაც ხალხი დაიღუპა.
2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელი ტერორისტები ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენსა და ვაშინგტონში მდებარე პენტაგონის შენობას, ოთხი გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავით თავს დაესხნენ. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს სულ 2 996 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 19 გამტაცებელი.
მასალის გამოყენების პირობები






