როგორც როკფელერის წარმომადგენელმა განაცხადა, ის დღეს, ნიუ იორკში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.
დევიდი ბიზნესმენ Standard Oil-ის თანადამფუძნებლის და პირველი ამერიკელი მილიარდერის ჯონ როკფელერის შვილიშვილი იყო.
ის იყო უმცროსი ძმა აშშ-ის 41 ვიცე-პრეზიდენტის ნელსონ როკფელერის და არკანზასის 37-ე გუბერნატორის.
დევიდმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნოვერსიტეტში დაიცვა. 1942 წელს სამხედრო სამსახურში გაწევრიანდა და მეორე მსოფლიო ომის წლებში დაზვერვაში მუშაობდა , კაპიტნის წოდებასაც მიაღწია.
ომის შემდეგ საოჯახი ბიზნესის სხვადასხვა სახეობებში ჩაერთო და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა Chase Manhattan Bank.
დევიდ როკფელერი ცნობილი იყო ქველმოქმედებით. 2006 წელს გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დათვალა მის მიერ განხორციელებული შემოწირულობები და საკმაოდ სოლიდური თანხა – 900 მილიონი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ აქ არ არის დათვლილი 2008 წელს როკფელერის მიერ, ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის, უპრეცედენტოდ დიდი შემოწირულობა – 100 მილიონი ამერიკული დოლარი. ქველმოქმედების გარდა, როკფელერი ძვირად ღირებული ფერმწერული ტილოების ყიდვა-გაყიდვითაც იყო ცნობილი.
დევიდ როკფელერი დაქორწინებული იყო მარგარეტ მარკგრაფზე, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა და რომლისგანაც 6 შვილი ჰყავს.
დევიდ როკფელერს გულის გადანერგვის ოპერაცია 7-ჯერ აქვს გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






