გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, ბედნიერების დღე 2012 წელს დააწესა.
გაერომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბუტანის სამეფოს თხოვნით მიიღო. სწორედ, 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღედ აღიარებას მხარი გაეროს 193 ქვეყანამ დაუჭირა.
ბედნიერების საერთაშორისო დღის მიზანია ხელი შუწყოს იმ იდეის განვითარებას, რომ ბედნიერება არა მხოლოდ პირადი მიზანი, არამედ საჯარო პოლიტიკის ნაწილი გახდეს.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ანგარიში გაერომ წელსაც გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ ნორვეგიას ამ დღის აღნიშნვნის ყველაზე მეტი მიზეზი აქვს.
რეიტინგი მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობას მოიცავს. სიცოხლის ხანგრძლივობა, ჯანმრთელობა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, კორუფციის დონე, სოციალური დახმარებები, თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას და სხვა. კვლევის მიხედვით, 155 ქვეყანას შორის, საქართველო 125-ე ადგილს იკავებს. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ნორვეგია - უკვე მეორედ, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში ნორვეგიას პირველი ადგილი უჭირავს.
2. დანია - მეორე ადგილზეა დანია, რომელმაც ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსი სამჯერ მოიპოვა, თუმცა ამჯერად ეს ტიტული ნორვეგიას დაუთმო
3. ისლანდია - მესამე ადგილზეა ისლანდია, როგორც ჩანს მკაცრი კლიმატი ადამიანებს ხელს არ უშლის, თავი ბედნიერად იგრძნონ.
4. შვეიცარია - მეოთხე ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელიც გასულ წელთან შედარებით რეიტინგში ორი ადგილით დაბლა აღმოჩნდა.
5. ფინეთი - ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილს ფინეთი იკავებს.
6. ნიდერლანდები - მეექვსე ადგილზეა ნიდერლანდები.

7. კანადა - რეიტინგში მეშვიდე ადგილი კანადამ დაიკავა
8. ახალი ზელნადია - მერვე ადგილს ახალი ზელანდია იკავებს,

9. ავსტრალია - მეცხრეზე ადგილზეა ავსტრალია.

10 . შვედეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულს კი შვედეთი ასრულებს.

გაეროს ანგარიშში ბოლო ადგილებზე ბურუნდი, ტანზანია, სირია, რუანდა, ტოგო, გვინეა, ლიბერია, სამხრეთ სუდანი, იემენი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






