მომღერლის დაბადების დღის აღსანიშნავად, დუვრის თეთრ კლდეებზე მომღერლის ფოტო გამოჩდა, რომლის ნახვაც მთელი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
სწორედ, "დუვრის თეთრი კლდეები" წარმოადგენს ვერას ყველაზე პოპულარულ სიმღერას.

ვერა მარგარეტ უელჩი 1917 წლის 20 მარტს , ლონდონის აღმოსავლეთით, ისტ-ჰემში დაიბადა. მისი მამა სანტექსნიკოსი იყო. უკვე 7 წლის ასაკში ვერა მშომელთა კლუბებში მღეროდა. სასცენო ცხოვრებისთვის კი მან ბებიის ქალიშვილობის გვარი აიღო და ვერა ლინი გახდა. ახალგაზრდა მომღერალმა სწრაფად მოიპოვა პოპულარულობა ქვეყნის მასშტაბით.
მისი პირველი დებიუტი რადიოში 1935 წელს შედგა, თუმცა ნამდვილი აღიარება მეორე მსოფლიოს ომის წლებში მოიპოვა, როდესაც ბრიტანელი სამხედროებისათვის, რომლებიც საზღვარგარეთ იბრძოდნენ, საკონცერტო რადიოპროგრამა ВВС-ი მიყავდა. მომღერალი მსმენელების თხოვნით სიმღერებს ასრულდება. მისი სავიზიტო სიმღერები კი White Cliffs of Dover, Wishing და Yours გახდა.
1939 წელს ვერა ლინმა ჩაწერა სიმღერა „ჩვენ კვლავ შევხვდებით“, რომელიც მაშინვე გახდა სახლში დაბრუნებაზე მეოცნებე ბრიტანელი ჯარისკაცების არაოფიციალური ჰიმნი. მოგვიანებით მომღერალმა, იგივე სახელწოდების ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.
1969 წელს , ვერა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა. 2016 წელს 99 წლის ლენას დედოფალმა ელისაბედმა რაინდის წოდება მიანიჭა.
2000 წლეს ვერა დასახელდა „მე-20 საუკუნის ბრიტანული სულის საუკეთესო წარმომადგენლად.“
2009 წელს, 92 წლის ასაკში , ის გახდა ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელი ხელოვანი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე პოპულარულ ჰიტ აღლუმში.
ვერა ლინს „შეიარაღებული ძალების სიყვარულს“ (Force's Sweetheart) უწოდებდნენ, ხოლო მის სიმღერებს ნაციონალური ღირსების სტატუსი აქვს მინიჭებული. ჯგუფმა Pink Floyd-მა სიმღერა Vera ალბომიდან The Wall-ი მიუძღვნა"
მასალის გამოყენების პირობები






