Social Impact Award პროგრამის საკონკურსო ნაწილი დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:25, 20 Mar, 2017     976
პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში დღეიდან ღიაა სააპლიკაციო ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით წარადგინონ. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 28 აპრილი.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც უერთდება. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.

საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. ბანკი არის აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი, რადგან სტუდენტური პროგრამა Social Impact Award ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეირჩეს და განხორციელდეს, ახალი პროექტები, სწორედ სოციალური მოეწარმეობის კუთხით.

პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები, რომელთაც დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს და მომდევნო ინკუბაციისთვის რვა ფინალისტ გუნდს შეარჩევს. პროგრამის დასასრულ, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს გრანტის სახით მოიპოვოს დამატებით 20,000 ლარი, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.

„Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობის პოპულარიაზაცია და ამ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება საქართველოში. პროგრამის ფარგლებში გამართულ ვორქშოფებზე 200-ზე მეტმა სტუდენტმა იმუშავა საკუთარი სოციალური ბიზნესიდეის განვითარებაზე, იმედია პროგრამის შედეგად ბევრ მდგრად სოციალურ საწარმოს ვიხილავთ.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42