ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ფინანსთა მინისტრ მოშე კახლონს შორის უთანხმოების გამო, შესაძლოა ისრაელში მმართველი კოალიცია დაიშალოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
ისრაელის ფინანსთა მინისტრი მოშე კახლონი პარტია „კულანუს“ ლიდერია, რომელიც სამთავრობო კოალიციაში მმართველი პარტიის, „ლიკუდის“ ძირითადი პარტნიორია და მის გარეშე ნეთანიაჰუს საპარლამენტო უმრაველსობა აღარ ეყოლება.
უთანხმოება ისრაელის ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო სისტემის რეფორმამ გამოიწვია. ნეთანიაჰუმ Facebook-ში განაცხადა, რომ აღარ აპირებს სახელმწიფო სისტემის ფარგლებში მოქმედი სამაუწყებლო მიმართულების შეცვლას, რადგან ახალი კორპორაციის შექმნა ასეულობით ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია და ექსპერტები ნეთანიაჰუს სახელმწიფო ტელერადიო კორპორაციის კონტროლში ადანაშაულებენ.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მოქმედი ქნესეთის შემადგენლობის ბაზაზე შესაძლოა ახალი მმართველი კოალიცია შეიქმნას, რომელსაც ახალი პრემიერი ეყოლება.
მასალის გამოყენების პირობები






