რატომ იღებება მსოფლიოში წყლები სისხლისფრად
საზოგადოება - 16:26, 27 Oct, 2012     5591

ასეთივე პროცესები უკვე მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს – ამერიკაში, ავსტრალიაში, ერაყში, ჩინეთში, რუსეთში... მდინარეებსა და ტბებში წყალი წითლდება. ვერსიები იგივეა, რაც აზოვის ზღვის შემთხვევაში – მაღალი ტემპერატურისგან აყვავებული წყალმცენარეები ან წყლებში საწარმოო ნარჩენების ჩადინება. თუმცა დაბინძურების წყარო ან ის ნივთიერება, რამაც ეს პროცესი გამოიწვია, დადგენილი არ არის.

ბეირუთში (ლიბანი) მდინარემ უეცრად იცვალა ფერი და სისხლისფერი გახდა. კრასნოიარსკის მხარის სოფელ ჩემოლგანის ახლოს მდებარე ტბა უეცრად გაწითლდა და აყროლდა. სპარსეთის ყურის ირანის სანაპიროზე წითელი მოქცევა დაიწყო და 32 ტონა თევზი გამორიყა. გაწითლებულ წყლებში თევზები მასობრივად იღუპებიან.

რითია გამოწვეული ეს მოვლენა და ემუქრება თუ არა იგი საქართველოს წყლებს? "სარკემ" ამ და სხვა კითხვებით მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარეს, საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ ნინო ჩხობაძეს მიმართა.

ნინო ჩხობაძე:

– შარშანწინ აზოვის ზღვაში წითელი ლაქები გაჩნდა, მაგრამ ამას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია და არც კვლევები ჩატარებულა, რადგან ბუნებრივ მოვლენად ჩათვალეს. ის ლაქები მალევე გაქრა. წელს კი წყალი მთლიანად გაწითლდა. ამ მოვლენის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბოლო დასკვნების თანახმად, გადაჭარბებულმა მაღალმა ტემპერატურამ ზღვის წყალმცენარეების მასობრივი გამრავლება–აყვავება გამოიწვია. ერთი ვერსიით კი, წყალი საწარმოებიდან ჩამდინარე ნარჩენებმა გააწითლა. თუმცა, როგორც სპეციალისტებმა მითხრეს და საინფორმაციო წყაროებმაც დაადასტურეს, ეს მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ასეთი რამ მხოლოდ აზოვის ზღვაში არ მომხდარა. შარშანწინ წითელი ლაქები ჩინეთთან, წყნარ ოკეანეშიც გაჩნდა. ამის შემდეგ ჩინეთში სპეციალური ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც პროცესს სისტემატურად იკვლევს. აზოვის ზღვის შემთხვევაშიც სერიოზული კვლევებია ჩასატარებელი.

– რა მდგომარეობაა ამჟამად აზოვის ზღვის სანაპიროზე?

– უცნაურად მაღალი ტემპერატურაა, ხალხი პანიკაშია და საკურორტო ზონიდან გაიქცა. წყალში ჟანგბადის ნაკლებობაა, რაც წყალმცენარეების აყვავებით არის გამოწვეული, ამიტომ წყლის უთვალავი ბინადარი ამოწყდა. სანაპიროზე მძაფრი სუნი დგას, ამბობენ, რკინის სუნიაო, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ წყალს აზოვის ზღვისთვის დამახასიათებელი გოგირდის სუნი ექნება. გაწითლებული ზღვა იმდენად შემზარავი სანახავია, რომ ხალხი ძალიან შეშინებულია. ეს წყალმცენარეები ზღვაში ყოველთვის იყო, უბრალოდ ახლა მათი აფეთქების პერიოდია და შიშობენ, რომ წყალი უკვე მომწამვლელიცაა.

– მოსახლეობას რა საფრთხე შეიძლება შეექმნას?

– ფაქტობრივად ტურისტული სეზონი უკვე დაიხურა. როგორც აზოვის, ასევე შავ ზღვაში ზოგიერთი მცენარის ზრდის პროცესის დროს წყალში უცნობი ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. ამიტომ სასწრაფოდაა საჭირო კვლევების ჩატარება.

– რამდენ ხანშია შესაძლებელი გამომწვევი მიზეზების დადგენა?

– კვლევების ჩატარებას ნახევარი წელიწადი მაინც დასჭირდება. გაწმენდით სამუშაოებს ჯერ ვერ დაიწყებენ, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის წყალმცენარეები უნდა ამოიღონ ზღვიდან?! ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს და თვითონ ზღვამ უნდა უშველოს თავს. როგორც კი წყალმცენარეების ყვავილობა შეწყდება, ზღვასაც თანდათან დაუბრუნდება ფერი, მაგრამ ამისთვის ტემპერატურის კლებაა საჭირო. ტემპერატურა კი დღითიდღე მაღლა იწევს.

– რამდენად მოსალოდნელია, მსგავსი მოვლენა საქართველოში, შავ ზღვაშიც დაფიქსირდეს?

– თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი გამოვლინება არ გვაქვს. თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ ანაკლიაში წყალი უცებ გაწითლდა და 1 კვირის განმავლობაში წითელი იყო. დასკვნის თანახმად, წყლის გაწითლება ხობისწყლიდან გამოტანილმა ქანებმა გამოიწვია.

– თქვენ თუ ენდობით ამ დასკვნას?

– ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან კვლევების ჩატარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შავი ზღვის სანაპიროზე ნაკლები წყალმცენარეებია, შესაბამისად საქართველოში მსგავს მოვლენებს არ უნდა ველოდოთ.
...
"და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: წადით და დასთხიეთ შვიდი თასი ღმრთის რისხვისა ქვეყნად...

და მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე და იქმნა სისხლი, როგორც მკვდრისა და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში. და მესამემ დასთხია თავისი თასი მდინარეებსა და წყაროებზე და წყალი სისხლად იქცა", – ვკითხულობთ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში. ინტერნეტსაიტები მოიცვა წერილებმა, რომ წყლების გაწითლება აპოკალიფსის დასაწყისია, რომ ბოლო ჟამი მოახლოვდა და ა.შ. სწორედ ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, ამ მოვლენის შესახებ სასულიერო პირების მოსაზრება გაგვეგო. გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა გიორგი (სხირტლაძე):

– ანომალიური მოვლენები ზღვასა და ბუნებაში შემთხვევით არ ხდება. საერთოდ შემთხვევითობა არ არსებობს. გლობალური კატაკლიზმები ყოველთვის მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვების გამო გარკვეული უარყოფითი მუხტის კრიტიკული მასა გროვდება. წყლის გაწითლება ნებისმიერ შემთხვევაში პარანორმალური მოვლენაა, თუმცა კვლევების ჩატარება მეცნიერებსაც უნდა ვაცადოთ.
ჩვენს სამყაროში ღვთის მიერ ყველაფერი ისეა შექმნილი, რომ ანთროპოსი, ანუ ადამიანი, თავს კარგად გრძნობდეს. ჰაერის ან დედამიწის გეომაგნიტური ველის შემცველობა ერთი პროცენტითაც რომ იყოს შეცვლილი, წყალში ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი გაიხარებდა.

– მამაო, ამ მოვლენის – მსოფლიოში ზღვების, ტბებისა და მდინარეების გაწითლების შემდეგ ხალხი ბოლო ჟამზე ალაპარაკდა. ეკლესია უშვებს იმ აზრს, რომ ეს შეიძლება აპოკალიფსის ნიშანი იყოს?

– არავინ იცის, მეორედ მოსვლა როდის იქნება, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლობალური კატასტროფები, რაც დედამიწაზე ხდება და თუნდაც აზოვის ზღვის გაწითლება, აპოკალიფსის მცირე ნიშნებია.

– ამ ფაქტმა ხალხი პანიკაში ჩააგდო, განსაკუთრებით აზოვის ზღვის სანაპიროებთან მცხოვრებნი. რითი შეიძლება მათი დამშვიდება?

– ხალხის შიში და შფოთი უმიზეზო არ არის, მაგრამ მოსახლეობა პანიკას არ უნდა მიეცეს. როგორც ამბობენ, ეს იმ კატეგორიის გლობალური კატასტროფაა, როცა იმ ადგილებში გაჩერება არ შეიძლება, განსაკუთრებით ბავშვების, რადგან მათი მოწამვლის საშიშროება უფრო დიდია. რადგან ზღვის ბინადარნი ამოწყდნენ, სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერიონ, რომ ადამიანებისა და ფლორა–ფაუნის მასობრივი განადგურება არ დაიწყოს. სამღვდელოებამ პარაკლისები უნდა გადაიხადოს, იქაურობას ნაკურთხი წყალი მოასხან, შეკვეთილი წირვები ჩაატარონ, რომ ის აურა, რომელიც შეიქმნა, გასუფთავდეს. უკვე დიდი ხანია, მეორედ მოსვლის ნიშნები ისედაც არის დედამიწაზე.

– რა ითვლება ამ ნიშნებად?

– ეკოლოგიური კატასტროფები, ადამიანებს შორის სიყვარულის ნაკლებობა, სარწმუნოებისაგან განდგომა, ღვთისმგმობელი ორგანიზაციების ჩამოყალიბება, შავი მაგია, ოკულტიზმი, კაცთმოძულეობა, დაუნდობლობა, უნდობლობა, იმპერიების ნგრევა, ომები – ეს ყველაფერი მეორედმოსვლის ნიშნებია.

– გამოცხადებაში პირდაპირ წერია: "დასთხია თავისი თასი მდინარეებსა და წყაროებზე და წყალი სისხლად იქცა". ეს სიტყვები ხომ არ არის იმის წინასწარმეტყველება, რაც დღეს ხდება?

– სიტყვა "აპოკალიფსი" დაფარულის გახსნას ნიშნავს და კრავის, ანუ ღვთის წიგნი 7 ბეჭდითაა დაბეჭდილი. ეს წიგნი იმდენად დიდი საიდუმლოა, რომ მას მხოლოდ რამდენიმე წმინდა მამა განმარტავს და ისიც ძალიან დიდი სიფრთხილით. ჩვენ წმინდა მამების ცნობიერებიდან ძალიან შორს ვართ და დიდი სიფრთხილე გვმართებს ამ სიტყვების განმარტებისას, რადგან პირდაპირი ანალოგიების გაკეთება არ შეიძლება. და მაინც, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მეორედ მოსვლის ერთ–ერთი ნიშანია. წვეთწვეთობით დაგროვილი ცოდვები, ბოროტი მუხტი თანდათან კრიტიკულ მასას ქმნის და უცებ გადმოდის ფიალიდან.

კვერექსი ლოცვაა, სადაც წერია: "კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყნისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ". ამ ლოცვას ეკლესიაში ყოველდღე აღვავლენთ და ეს, რა თქმა უნდა, თავის ნაყოფს იღებს. ეკლესიამ, სამღვდელოებამ და თქვენც, მრევლმა, უნდა ვილოცოთ, ღვთის ნების თანახმად უნდა ვიცხოვროთ და მაშინ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. ქრისტე ამბობს, ვისაც თვალი აქვს, იხილოს, ვისაც ყური აქვს, ისმინოსო, ამიტომ მცირეა თუ დიდი აპოკალიფსის ნიშანი, უნდა დავინახოთ და მივხვდეთ, რა შეიძლება ჩვენ ირგვლივ მოხდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42