"როსკოსმოსის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი ვლადიმერ ევდოკიმოვი საგამოძიებო იზოლატორში, საკუთარ საკანში მოკლული იპოვეს. მას გულმკერდის არეში, დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი მკვლელობა, შესაძლოა, მისმა თანამძრახველებმა შეუკვეთეს. ევდოკიმოვს, რომელიც სამართალდამცავებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით (200 მილიონი რუბლი) თანხის მიტაცების ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული, შესაძლოა ბევრი ადამიანისათვის საზიანო ჩვენება მიეცა. აღსანიშნავია, რომ ევდოკიმოვი, რამდენიმე დღით ადრე სხვა კამერაში იქნა გადაყვანილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში მკვლელობის მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა მკვლელობის მოტივებზე პროკურატურა ჯერჯერობით არ საუბრობს.
ევდოკიმოვი სამართალდამცველებმა 2016 წლის დეკემბერში დააპატიმრეს.
მასალის გამოყენების პირობები






