პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასა და ანგელა მერკელს საერთო აქვთ, რადგან ბარაკ ობამა ორთავეს ფარულად უსმენდა, რასაც კანცლერის გაკვირვებული სახე მოჰყვა, შემდეგ კი როდესაც ლიდერები მედიის წინაშე ფოტოების გადასაღებად წარსდგნენ, ტრამპმა მერკელს ხელი არ ჩამოართვა. ვიდეომასალაში ისმის ფოტოგრაფის ხმა: „არის შესაძლებელი, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვათ“? თუმცა, ტრამპს კითხვაზე რეაქცია არ ჰქონია.
ცოტა ხანში, იგივე კითხვით ტრამპს მერკელმაც მიმართა, თუმცა ტრამპმა კითხვა თითქოს ვერ გაიგო, არც ამაზე ჰქონია რეაქცია, რასაც, როგორც კადრებში ჩანს, გერმანიის კანცლერის კიდევ ერთი გაკვირვება მოჰყვა.
ანგელა მერკელის გაკვირვევებების სერია ამით არ დასრულებულა. როგორც აღმოჩნდა, ოფიციალურ შეხვედრებს პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკაც ესწრებოდა. დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტოებზე, ანგელა მერკელს აშშ-ში ვიზიტის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი აწერია სახეზე და წარმოდგენაც არ არ აქვს, რას აკეთებს პრეზიდენტის ქალიშვილი ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე.
"ახლა უკვე ვიცით "ამ შეხვედარზე რას აკეთებ" გამომეტყველება როგორ გამოიყურება" - ხუმრობენ თვითერზე.




მასალის გამოყენების პირობები






