"ეროვნული ფრონტი" 17 მაისის კონტრაქციის ორგანიზატორობას თავის თავზე იღებს
საზოგადოება - 16:10, 03 Jun, 2013     873

"ნიუპოსტი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:


,,რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორ სასულიერო პირს სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას წაუყენა ბრალი, თითქოს მათ ორგანიზება გაუწიეს არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ 17 მაისს დაგე...გმილი აქციის საპირისპირო აქციას.


მე, ევგენი მიქელაძე, საქართველოს მოქალაქე და ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინ მშვიდობიანი კონტრააქცია აპრილის ბოლოს დავაანონსე პირადად მე და საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებდი სოციალური ქსელის და სხვადასხვა მედია საშუალების გზით 17 მაისს დილის 9 საათიდან შევკრებილიყავით საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ და მშვიდობიანი გზით მოგვეთხოვა ხელისუფლებისგან საკანონმდებლო დონეზე აკრძალულიყო სექსუალურ უკუღმართობათა პროპაგანდა და აგიტაცა. მსგავსი მშვიდობიანი კონტრაქციების ჩატარების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული და მასში არაფერია უკანონო. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა კი, მათ შორის, პროვოკატორებისგან, სამართალდამცავთა პრეროგატივა და ვალდებულებაა.


ამავე დროს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, ის გახლდათ სახელმწიფო ფილარმონიის ტერიტორიიდან დაწყებული მსვლელობის ორგანიზატორი.


მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ხსენებული მოთხოვნა ლგბტ პროპაგანდის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვის შესახებ დღესაც ძალაშია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია გეგმავს მთელი რიგი პროცედურული ნაბიჯების გადადგმას ამ საკანონმდებლო ცვლილების მისაღებად და დასამკვიდრებლად.


ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვაცხადებ, რომ ხსენებული სასულიერო პირებისთვის წაყენებული ბრალდება ყოვლად უსაფუძვლო და ხელოვნურია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გადაწყვეტილება შიდა თუ გარე არაკეთილმოსურნე ძალების დაკვეთის აღსრულებას ისახავს მიზნად.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღნიშნულ სასულიერო პირებს არაფერი აქვთ საერთო 17 მაისის კონტრაქციის ორგანიზებასთან და მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების შესაბამის კითხვებს ვუპასუხო.
ევგენი მიქელაძე"ეროვნული ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარე"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42