25 დღიანი შიმშილობის შემდეგ სომეხი აქტივისტის არტურ სარგსიანის გარდაცვალებას ერევანში აქციები მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ kavkaz-uzel ავრცელებს. სარგსიანი 2017 წლის თებერვალში დააპატიმრეს, მიზეზი კი 2016 წლის ივლისში განვითარებული მოვლენები გახდა, როდესაც შეიარაღებული პირები ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, სარგსიანმა საკუთარი ავტომობილით პოლიციის კორდონი გაარღვია და პოლიციის შენობაში გამაგრებულ ამბოხებულებს, მოძრაობა “სასნა ცრერის” წევრებს საკვები გადასცა. რამდენიმე თვის შემდეგ სარგსიანის დაკავების მიზეზი პოლიციაში გამოუცხადებლობა გახდა. დაპატიმრების შემდეგ არტურ სარგსიანმა შიმშილობა დაიწყო, არტურ სარგსიანი მიიჩნევდა, რომ უკანონოდ იყო დაკავებული და პროტესტის ამგვარი ფორმით გათავისუფლებას ითხოვდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ფონზე, აქტივისტი 6 მარტს გაათავისუფლეს. მას იმავე დღეს ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე დღეში გაწერეს, თუმცა, 15 მარტს მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა 16 მარტს კი გარდაიცვალა.
აქციაზე დაახლოებით 2 ათასი ადმაიანი შეიკრიბა, მათ თან ქონდათ შავი ლენტით შეკრული პური და სკანდირებდნენ , რომ „პურის მიმწოდებელი მოკლეს!“ . აქციის მონაწილეები სომხეთის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და იუისტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. მონაწილეების ნაწილმა მთელი ღამის განმავლობაში მჯდომარე აქცია გაააგრძელა. აქციის მონაწილეების თქმით ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






