„ადგილი, სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ, თქვენი ახალი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი საწარმოები, შეიყვანეთ შვილები უკეთეს სკოლებში, აცხოვრეთ ოჯახი უკეთეს სამეზობლოში, ატარეთ საუკეთესო მანქანები და იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში. იყოლიეთ არა მხოლოდ სამი, არამედ ხუთი შვილი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ევროპის მომავალი“ - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ესკიშეხირში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
ერდოღანის გზავნილი, სავარაუდოდ, მიმართულია გერმანიაში მცხოვრები 1.4 მილიონი თურქი ამომრჩევლისკენ, ასევე ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში მყოფი თურქებისკენ, რომელთაც რამდენიმე კვირის წინ სააგიტაციო მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, ჰოლანდია მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელიც პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარსის გაცნობას ეხება. ამავდროულად, ჰოლანდიის ხელისუფლებამ, თურქეთის სასაგრეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიტინგზე დასწრებას აპირებდა, როტერდამში არ შეუშვა და მისი თვითმფრინავი უკან გააბრუნა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ერდოღანმა ჰოლანდიას "ბანანის რესპუბლიკა" უწოდა.
როტერდამიდან გაბრუნებული მევლუთ ჩავუშოღლუ სააგიტაციო მიტინგს საფრანგეთის ქალაქ მეცში დაესწრო და ჰოლანდიას „ფაშიზმის დედაქალაქი“ უწოდა.
ჩავუშოღლუს ნოტერდამში არშეშვების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა „ნაცისტურ ქმედებებში“ გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებიც დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ მას შემდეგ დაადაშაულა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
ჰოლანდიისა და გერმანიის გარდა, მიტინგების ჩატარებაზე თურქულ დიასპორას უარი უთხრეს ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებმაც.
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






