ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე მარნეულსა და რუსთავში ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:01, 18 Mar, 2017     1802
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით, რუსთავსა და მარნეულში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ფერმერებს ორკვირიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას, ასევე, ცოდნის გაღრმავებას მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებზე.

აღნიშნული სასწავლო კურსი რიგით მეშვიდეა, რომელიც კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში ხორციელდება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგის დახურვას სოფლის მერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„მსგავსი ტიპის პროექტები ქართველ ფერმერებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გაიზიარონ ჩინეთში ამ კუთხით არსებული გამოცდილება და უკეთ გაეცნონ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სასათბურე მეურნეობების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე აშენებულია მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური. ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურები სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა.

რიგით მერვე ტრენინგი 27 მარტს დაიწყება და 7 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც სასაწავლო კურსს 35 ფერმერი და აგრარული მიმართულების სტუდენტი გაივლის, უფასოა.

აღსანიშნავია, რომ ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 300-მდე ფერმერი და დაინტრესებული პირი გადაამზადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42