დონალდ ტრამპი და ანგელა მერკელი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ
მსოფლიო - 11:23, 18 Mar, 2017     2126
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ.


ანგელა მერკელის და დონალდ ტრამპის შეხვედრა, თავდაპირველად ამ კვირის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ შეხვედრის თარიღი, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსული თოვლის გამო შეცვალეს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ეს ორი ლიდერის პირველი შეხვედრა იყო.

დონალდ ტრამპმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ანგელა მერკელთან შეხვედრისას ბარაკ ობამა უარყოფით ჭრილში ახსენბა. მისი თქმით, ისინი ორივე, ბარაკ ობამას მმართველობისას ფარული მომსენების მსხვერპლნი გახდნენ.

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება , რაღაც საერთ გვქონდეს“ - განუცხადა მან მერკელს.

შეგახსენებთ, 2014 წელს გერმანიის ხელისუფლებამ ეჭვი გამოთქვა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო მათი რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის ანგელა მერკელის ტელეფონს უსმენდა. მაშინ , აშშ-ის ხელისუფლებამ გერმანიას განუცხადა, რომ კანცლერს არ უსმენს და ამას არც მომავალში აპირებს.

დონალდ ტრამპმა კი მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ არჩევნებამდე მას ობამა უსმენდა. თუმცა, როგოც დემოკრატები ასევე რესპუბლიკები აცხადებენ, რომ ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებმა შეხვდრაზე საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს, მათ შორის ნატოს დაფინანსების პრობლემაზე.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ტრამპმა გერმანიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ პირობა დადეს თავდაცვის ბიუჯეტის მინიმუმ 2%-მდე გაზრდის, როგორც ამას ალიანსის წესდება ითვალისწინებს. ამ დროისთვის ნატოს თავდაცვის ბიუჯეტში გერმანიის წილი 1 %-ია.

ანგელა მერკელმა თავისმხრივ განაცხადა, რომ უჯობესია ერთმანეთთან საუბარი, ვიდრე ერთმანეთის შესახებ. კანცლერის თქმით, ის იმედოვენებს აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ხელშეკრულებაზე დიალოგი გაგრძელდება.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთისადმი მკვეთრი კრიტიკიტ გამოირჩეოდა.

არჩევნებამდე ტრამპმა თქვა, რომ მერკელის მიერ ლტოლვილების მიღება „კატასტროფული შეცდომა“ იყო და მერკელს „გერმანიის განადგურებაში“ დასდო ბრალი.

მერკელი, კი ღიად აკრიტიკებდა ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვას მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42