რამდენიმე დღის წინ BBC-ის პირდაპირ ეთერში მომხდარმა კურიოზმა მოიცვა სრულიად ინტერნეტსივრცე და იუთუბის ოფიციალურად შეემატა ახალი ვარსკვლავური ოჯახი.
სოცილურ ქსელებში მათ როგორც BBC-ის ბავშვებად, BBC-ის ოჯახად მოიხსენიებენ.
ერთ-ერთმა კომედიურმა შოუმ Jono and Ben კი იუმორისტული სკეტჩი გადაიღო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მოიქცეოდა დედა, თუ BBC-სთან ინტერვიუს შვილები შეაწყვეტინებდნენ.
ორიგინალი ვიდეოს მსავსად, სკეტჩში მსახიობი ქეით ვორდსვორტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საუბრობს. სწორედ ამ დროს შემოდიან ოთახში ბავშვები, რომელსაც დედა ჯერ რძეს ასმევს, შემდეგ ათამაშებს, ქათამს შეწვავს,პერანგს დააუთოვებს, ტუალეტს დაასუფთავებს და ბომბსაც კი გააუვნებელყოფს
შეგახსენებთ, რობერტ კელი, რომელიც პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია, სამხრეთ კორეაში 2008 წლიდან ცხოვრობს. ჰყავს კორეელი მეუღლე და ორი შვილი - ოთხი წლის მარიონი და ცხრა თვის ჯეიმსი.
პირდაპირ ეთერში კელის მცირეწლოვანი შვილები მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სერიოზულ შეკითხვას პასუხობდა. ოთახში თავდაპირველად მისი უფროსი შვილი „შეიჭრა“ და მის უკან ცეკვა დაიწყო.
კელი შეეცადა შვილისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მისი პრობლემა მალე გართულდა, რადგან ოთახში მეორე ბავშვი შევიდა.
სოციალური ქსელების მომხმარებლების უმეტესობა, ბავშვების „შეჭრაზე“ მეტად, ოთახში დედის "შევარდნამ" გაამხიარულა, რომელიც რატომღაც ყველამ ჩათვალა , რომ მათი ძიძა იყო, მათ შორის სხვადასხვა მედიასაშუალებამაც. დედამ ბავშვებს ნერვიულად დასტაცა ხელი და მათი ოთახიდან გაყვანა სცადა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფროსი გოგონა გაჯიუტდა და ოთახში დარჩენას მოითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ქალმა მათი გაყვანა მოახერხა და მამას ინტერვიუს გაგრძელების საშუალებაც მისცა.
ვიდეო ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს.
პროფესორი რობერტ კელი BBC-ის ეთერში ოჯახთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ლაივზე ისაუბრა, თუმცა ინტერვიუ ამ ჯერსაც სახალისო აღმოჩნდა.
პროფესორმა ოჯახთან ერთად პრესკონფერენციაც მოაწყო და ბიბისის ლაივზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. პრესკონფერენციის მთავარი გმირები კი კვლავაც ბავშვები გახდნენ, უფრო კონკრეტულად კი უფროსი გოგონა მარიონი. როგორც ჩანს მარიონი ინტერვიუებისგან გადაიღალა, რადგან პრესკონფერენციაზე ზედმეტად სერიოზულად გამოიყურებოდა.


მასალის გამოყენების პირობები






