"გალარების პროგრამის ფარგლებში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა“- დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:32, 17 Mar, 2017     1404
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გალარების ერთჯერადი პროგრამის საბოლოო მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია, თუმცა პროგრამის ფარგლებში გალარდა 60 მლნ დოლარის მოცულობის პორტფელი.

„როგორც აღინიშნა, ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად ძალიან მოვინდომეთ და ყველაფერი გავაკეთეთ პროგრამის ამოქმედებისთვის. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც გალარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. 4500 ოჯახი, რომელიც შემდგომში დაზღვეულია სავალუტო კურსის რყევებისგან ნიშნავს, რომ გალარების პროგრამას კარგი შედეგი აქვს. გალარების პროცესს, ასევე, მიეხმარება ჩვენ მიერ 2016 წლის ბოლოს გადადგმული ნაბიჯები და ის ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში. ეს ეხება 100 ათას ლარამდე სესხების გაცემის ნაწილს. თქვენ იცით, რომ ასეთი სესხები მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ლარში გაიცემა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენი საკრედიტო პორტფელის საშუალოვადიანობა 2,5 წელიწადია, ეს სესხები, პრაქტიკულად, ხელახლა გაიცემა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, იმ კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებზედაც განსაკუთრებით საჭიროა ყურადღების მიქცევა, 100 ათას ლარამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთლიანად ლარში იქნება გაცემული “ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42