სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარ ბერმა, ტრამპის ბრალდება, რომ მისი წინამორბედი მას უსმენდა, უარყო. მანამდე, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა ასევე განაცხადა, რომ „არავითარი მოსმენები არ ყოფილა.“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა ფარულ სატელეფონო მოსმენებში დაადანაშაულა. ტრამპმა აღნიშნულ ბრალდებას თვითერზე რამდენიმე პოსტი მიუძღვა, რომლებშიც აღნიშნავს, რომ ობამა მას საარჩევნო კამპანიის დროს უსმენდა.
"საშინელებაა, ახლა გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე, ობამამ ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე ბრძანება გასცა, თუმცა ვერაფერს მიაგნო, ეს მაკარტიზმია"- დაწერა დონალდ ტრამპმა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და სენატს გამოძიებისკენ მოუწოდა.
ტრამპის ბრალდდებები მაშინვე უარყვეს მოქმედმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა: პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გამოძიების ფედერალური ბიურის დირექტორმა ჯეიმს კომიმ, ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა, ცენტრალური სადაზვევრო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ დევინ ნუნესმა, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ კონ მაკკეინმა, წარმომადგენლობით პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა, თეთრი სახლის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა დენის მაკდონოუმ
მასალის გამოყენების პირობები






