ლევან დავითაშვილმა სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:18, 16 Mar, 2017     1373
საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა. სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას სტრატეგიის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელი გახდება არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა.

სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

„სოფლის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებად ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, სოციალური პირობები და ცხოვრების დონე, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა განისაზღვრა. ასევე განსაზღვრულია ის ამოცანები, რომელთა შესრულებითაც ჩვენ შევძლებთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და შევქმნით ახალ, თანამედროვე სოფელს. მოხდება სოფლად არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირება, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება. სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები აგრარული, ტურისტული, ჯანდაცვის, განათლების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სტრატეგიის განხორციელების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის, მოსახლეობის, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა განსახორციელებელი ღონისძიების დაგეგმვის პროცესში.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. საქართველოს მთავრობამ სტრატეგია 2016 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის დახმარებით (ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკური მხარდაჭერით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დაფუძნდა, რომელსაც სათავეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაუდგა. საბჭო კოორდინირებას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42