"ჩემი გზავნილი ნათელია - ახლა ამის დრო არ არის" - განაცხადა პრემიერმა.
თუმცა მეის არ დაუკონკრეტებია, გამორიცხავს თუ არა ის მომავალში რეფერენდუმის ჩატარებას.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირის დატოვების პროცედურების დაწყებას ითვალისწინებს.
შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი უპრობლემოდ დაიწყებს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედებას.
შეგახსენებთ, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტრეჯენმა განაცხადა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მეორედ ჩატარებისთვის უფლების მისაღებად, ბრიტანეთის პარლამენტს მომავალ კვირას მიმართავდა.
მისი თქმით, სურს, რომ რეფერენდუმი 2018 წლის შემოდგომიდან, 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში გაიმართოს.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრის დასაწყისში სტერჯენმა განაცხადა , რომ შოტლანდიის მთავრობამ რეფერენდუმის ჩასატარებლად სამართლებრივი ჩარჩოს მომზადება დაიწყო.
შოტლანდიაში არ ეთანხმებიან „ბრექსითის“ შედეგბს, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ტოვებს. შოტლანდიელების უმრავლესობა ევროკავშირის წევრობის მომხრეა.
სტერჯენის თქმით, ბრექსითის ფონზე, შოტლანდიელების ინტერესების დაცვა აუცილებელია.
გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გასულის წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






