"ევროპაში მალე წმინდა ომები დაიწყება" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მსოფლიო - 17:56, 16 Mar, 2017     10050
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნიდერლანდებში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ "ევროპაში მალე წმინდა ომები დაიწყება."


თურქული მედიის ცნობით, დასავლელ პოლიტიკოსებმა ევროპის დაშლა დაიწყეს და ის „უფსკრულისკენ მიყავთ.“

„შორს არ არის დღე, როდესაც ევროპაში წმინდა ომები დაიწყება. ყველაფერი ამისკენ მიდის. ასი წლის წინ კონტინენტზე უკვე ჰქონდა ადგილი ომებს" - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, ვითარება ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის მას მერე დაიძაბა, რაც ნიდერლანდებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიტინგზე დასწრებას აპირებდა, როტერდამში არ შეუშვა და მისი თვითმფრინავი უკან გააბრუნა.

ჰოლანდია მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელიც პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარსის გაცნობას ეხება.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ერდოღანმა ჰოლანდიას "ბანანის რესპუბლიკა" უწოდა.

როტერდამიდან გაბრუნებული მევლუთ ჩავუშოღლუ სააგიტაციო მიტინგს საფრანგეთის ქალაქ მეცში დაესწრო და ჰოლანდიას „ფაშიზმის დედაქალაქი“ უწოდა.

ჩავუშოღლუს ნოტერდამში არშეშვების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა „ნაცისტურ ქმედებებში“ გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებიც დაადანაშაულა.

„შეგიძლიათ არ შეუშვათ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში. თუმცა ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს“ - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.

ჰოლანდიის გარდა, მიტინგების ჩატარებაზე თურქულ დიასპორას უარი უთხრეს გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებმაც.

პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42