დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირის დატოვების პროცედურების დაწყებას ითვალისწინებს.
შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი უპრობლემოდ დაიწყებს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედებას.
მანამ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყების შესახებ.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გასული წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
.
მასალის გამოყენების პირობები






