ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 58 წლის გახდა
მსოფლიო - 16:52, 16 Mar, 2017     1336
ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დღეს 58 შეუსრულდა.


ნორვეგიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 2000-2001 და 2005-2013 წწ და ამჟამად ნატოს გენერალური მდივანი, 1959 წლის 16 მარტს, ოსლოში დაიბადა ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწის ოჯახში.

მისი მამა ტურვალდ სტოლტენბერგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 1987 წელსიენს სტოლტენბერგმა დაამთავრა ოსლოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაულტეტი. კარიერა დაიწყო როგორც ჟურნალისტმა გაზეთში „Arbeiderbladet“. 1985-1989 წლებში ხელმძღვანელობდა მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას. 1993 წლიდან 2013 წლამდე იყო ნორვეგიის პარლამენტის წევრი.1993-1996 წლებში გრუ ჰარლემ ბრუნტლანის კაბინეტში ეკავა ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრის, ხოლო 1996-1997 წწ. თურბიერნ იაგლანდის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობები.

2000 წელს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და ეს თანამდებობა ეკავა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე, 2001 წლამდე რომელშიც მუშათა პარტიამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 24 % და აჩვენა თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი.

2002 წლიდან პარტიის ხელმძღვანელია. 2005 წელს სოციალისტურ მემარცხენე პარტიასთან ალიანსში მოიგო საპარლამენტო არჩევნები და კვალავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2005-2013 წლებში მისი ხელმძღვანელობით შრომის პარტიამ ორჯერ ზედიზედ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. სტოლტენბერგის პრემიერ-მინისტრობის დროს ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოხდა, როდესაც სოციალისტთა ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა ანდრეს ბრეივიკი.

2014 წლის 1 ოქტომბრიდან ის ნატოს გენერალური მდივანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42