პაშა ბანკი „ბია“-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:00, 16 Mar, 2017     1120

2017 წლის 20 მარტს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „ბია“-ს ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი სახელწოდებით - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. ფორუმს დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები. აქ ძირითადად განიხილება ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის პერსპექტივები და გამოწვევები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება Shop Fest და B2B შეხვედრები. წინასწარ დაგეგმილ B2B შეხვედრებზე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნობიან პოტენციურ უცხოელ ინვესტორებს, აქ მოხდება პროექტების წარდგენა ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით, ასევე ახალი საექსპორტო არხების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება.

ფორუმს სიტყვით გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. საქართველოს კორპორატიული და საინვესტიციო ბაზრის სპეციფიკაზე ისაუბრებს პაშა ბანკის დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე შაჰინ მამმადოვი. სპიკერებს შორის ასევე იქნებიან:

- გიორგი ჩერქეზიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

- ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

- ბრუნო ბალვანერა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში

- მერსი ტემბონი - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

უცხოეთიდან მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ საკრედიტო რეიტინგებზე, ქონების მართვის ძირითად საკითხებსა და ვენჩურულ კაპიტალზე.

„პაშა ბანკი საინვესტიციო ჯგუფის პაშა ჰოლდინგის ნაწილია და 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში. ჩვენ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ვთავაზობთ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან აღნიშნული ფორუმის მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანია: როგორც საკუთარი გამოცდილების გაზიარების კუთხით, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მხრივ. მოხარული ვართ, რომ „ბია“ ახორციელებს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც, გვჯერა, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.“ - განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42