"პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტი 2017"
შენი რეპორტაჟი - 12:56, 16 Mar, 2017     1354

ქართული სამოქალაქო საზოგადოება ბოლო 25 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, თუმცა ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი როლი სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.ასეთი ორგანიზაციები ზოგადად ხასიათდებიან იმით, რომ თავის არსებობის მიზნად მათ დასახული აქვთ არა კომერციული მოგება არამედ რაღაც სხვა. თუმცა ეს „რაღაც სხვა“ შეიძლება გულისხმობდეს უამრავ მიზნებს, სრულიად განსხვავებულ ინიციატივებს და ქმედებებს.

,,საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი’’ ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა,რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.მისი,როგორც ინსტიტუტის მიზანია : ახალგაზრდების განვითარება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გზით და ამ მიზნებს ახორციელებენ ისეთი საქმიანობებით,როგორიცაა: ტრენინგ პროგრამები,სემინარები და საჯარო ლექციები,საჯარო დებატები, მოდელირებული და სიმულაციური ხასიათის ფორუმები,გასართობი, შემეცნებითი და ინტელექტუალური ტიპის ბანაკები,საერთაშორისო პროექტები,მოკლევადიანი/საშუალოვადიანი/გრძელვადიანი სასწავლო კურსები,სხვადასხვა ახალგაზრდული აქტივობები რეგიონულ დონეზე.

მიუხედავად იმისა,რომ ორგანიზაციის შექმნისა და დაფუძვნების შემდეგ გავიდა ერთი წელი ამ გუნდმა მოახერხა და მიზნებსა და წესდებასთან შესაბამისი პროექტები განახორციელა,რომელმაც საქართველოს მასშტაბით გააერთიანა მოტივირებული ახალგაზრდები და მისცა მათ საშუალება ემუშავათ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე,განევითარებინათ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი და დაეცვათ საკუთარი პოზიცია, ესწავლათ და პრაქტიკაში დაენერგათ გუნდური მუშაობის პრინციპები,მიეღოთ საერთაშორისო დონის გამოცდილება, გაეღრმავებინათ ლიდერული უნარ-ჩვევები,დაუფლებოდნენ საჯარო გამსოვლებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას,რაც საბოლოო ჯამში აძლევდა თითოეულ მონაწილეს იმის თქმის საშალებას რომ განვითარდა,პროგრესი დაინახა და უკეთესობისაკენ ცვლილება დაიწყო.

ორგანიზაციის ფარგლებში 29 - 30 აპრილსა და პირველ მაისს ხორციელდება "პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტი 2017", რომელიც გააერთიანებს ქვეყნის მასშტაბით მოტივირებულ ახალგაზრდებს და მისცემს მათ შანსს რომ იმუშავონ მსოლიოსა და საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე,განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები,დააფიქსირონ საკუთარი აზრი და დაიცვან საკუთარი პოზიცია, ისწავლონ და პრაქტიკაში დანერგონ გუნდური მუშაობის პრინციპები,მიიღონ საერთაშორისო დონის გამოცდილება,გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები და ერთად შექმნან წარმატებული საქართველოს საწინდარი.

პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტ 2017-ზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ინსტიტუტები კომიტეტების სახით :

‣ სახალხო დამცველის აპარატი

‣ არასამთავრობო სექტორის კომისია

‣ შინაგან საქმეთა სამინისტრო

‣ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

‣ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

‣ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

‣ საკანონმდებლო კომისია

‣ თავდაცვის სამინისტრო

როგორც პროექტის ორგანიზატორები გვპირდებიან სწორედ ,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტი 2017'' იქნება ის ადგილი,სადაც გაერთიანდება საქართველოს მასშტაბით მოტივირებული,მიზანსწრაფული და რაციონალურად მოაზროვნე თაობა, თაობა რომელსაც უნდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება, თაობა რომელსაც უნდა პროგრესი, თაობა რომელსაც უნდა განვითარება. ასე რომ,ძვირფასო მკითხველო, თუ მიიჩნევ რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ, გაქვს შესაბამისი ცოდნა,მოტივაცია და უნარები, გსურს შენს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი სამი დღე შექმნა მიიღე მონაწილეობა საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამიტში და შეუერთდი მოტივირებულ ახალგაზრდებს.

პროექტის ლინკი : https://www.facebook.com/events/221613464973016/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42