მოსამართლის თქმით, მან საეჭვოდ მიიჩნია ადმინისტრაციის არგუმენტი ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
ჰავაის სასამართლოს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტს ბოლომდე დაიცავს და თუ საჭირო გახდა, უზენაეს სასამართლოსაც მიმართავს.
მარტის დასაწყისში, ჰავაი გახდა პირველი შტატი, რომელმაც შტატების ფედერალურ სასამართლოს მიმართა, ტრამპის განახლებული რეფორმა შეეჩერებინა.
პრეზიდენტის კანონპროექტი პირველად, იანვარში, სიეტლის საიონულმა სასამართლომ დაბლოკა.
შეგახსენებთ, იანვარში, ტრამპმა საიმიგრაციო გგანკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, 7 მუსლიმური ქვეყნის - სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.
მარტის დასაწყისშ, მან განკარგულების განახლებულ ვერსიას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც აკრძალვა მოეხსნა ერაყის მოქალაქეებს.
მასალის გამოყენების პირობები






