როგორც თემის კომენტირებისას "ნიუპოსტს" ბათუ ქუთელიამ განუცხადა, პუტინის ქმედება მოსალოდნელი იყო.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ფაქტი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონშიო დესტაბილიზაციის მცდელობაა.
"ფაქტი საგანგაშოა, თუმცა ეს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ეს არის მიზანმიმართული, ანექსიის ნელი დაკანონება, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია ეწევა. ეს ნაწილია იმ საერთო პრობლემისა, რომელიც რუსეთი ევროპულ უსაფრთხოებას უქმნის, რადგან ეს არის საზღვრების გადახედვისა და შემდეგ ამის ლეგიტიმაციის მცდელობა. ამიტომაც ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. შესაძლებელია, რომ სწორი საერთაშორისო მუშაობის შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის მობილიზება. იგივე პრობლემაა უკრაინაში, რომ რუსეთმა ანალოგიური ქმედებები მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში განახორციელოს. რუსეთის ამ ნაბიჯს სჭირდება კარგად მობილიზებული საგარეო მუშაობა, როგორც ჩვენ პარტნიორებთან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან რომელთა ფუნქცია ამ ტიპის დარღვევებზე რეაგირებაა"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ექსპერტის განცხადებით, მოსკოვის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანების პროცესის დაიწყებას სახიფათო გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს ზრდის ალბათობას და რისკს, რომ კრემლმა პროვოკაციები მოაწყოს.
"ასეთი გადაწყვეტილება ზრდის ალბათობას და რისკს, რომ რუსეთმა თავისთვის გეოპოლიტიკურად საჭირო მომენტში მოაწყოს პროვოკაციები იმისთვის, რომ მის მიერ გათვლილი ამოცანები შეასრულოს, რაც არაერთხელ გაუკეთებია.
ჩვენს სამართალდამცავებს და პოტენციურად სამხედრო ქვედანაყოფებს ოკუპირებულ ხაზზე მოუწევთ უშუალოდ რუსულ შეიარაღებულ ძალებთან შეხება. ეს ძალიან დდ რისკს შეიცავს და აქ უკვე აქტიურად არის სამუშაო, რომ ჩვენ ეს შესაბამის დონეზე, იყოს ძალიან კარგი კოორდინაცია სხვადასხვა უსაფრთხოების სექტორის უწყებებს შორის, იმისთვის რომ პოტენციური პროვოკაციის შემთხვევაშიც კი წინასწარ იყოს გათვლილი რას ვაკეთებთ. ამას მწყობრი უსაფრთხოების პოლიტიკა სჭირდება. მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სადამკვირვებლო მისიასთან მუშაობა, რომ გაიზარდოს ის შესაძლებლობები რომელიც საშუალებას მოგვცემს დავაკვირდეთ დისტანციიდან რუსული კონტინგენტის ქმედებას. იქნება ეს უპილოტო საფრენი აპარატები თუ სხვა ტიპის სადაზვერვო ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენება"- განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის წინადადება უკვე დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მასალის გამოყენების პირობები






