თამარ ივერი: პატიებას ვთხოვ ყველას, ვისაც ჩემმა წერილმა უნებლიედ ტკივილი მიაყენა
საზოგადოება - 22:00, 02 Jun, 2013     1172


გთვაზობთ თამარ ივერის წერილს, რომელსაც ორგანიზაცია ,,იდენტობა" ავრცელებს:


"გამარჯობათ


მსურს, გამოგეხმაუროთ თქვენი იმ წერილის გამო, რაც გამაცნეს აქ, საფრანგეთში.
უპირველეს ყოვლისა, სურვილი მაქვს ჩემს ყბადაღებულ სტატუსზე გარკვეული ჩემეული კომენტარი გავაკეთო. უპირველესად ვიტყოდი იმ ფაქტს, რომ ვინც მე პირადად მიცნობს და ჩემთან 1 დღეც კი უმუშავია, ყველამ იცის რომ ვარ ადამიანი, ვინც პირველი იმაღლებს ხმას ნებისმიერ ძალადობაზე და ჩაგვრაზე. ვარ ასევე აქტიური ცხოველთა და ინვალიდთა უფლებების დამცველი საქართველოში. ასევეჩემგან ძალიან შორს არის ყოველგვარი ჰომოფობიური, რადგან მაშინ საოპერო სამყაროში და საერთოდ,ხელოვნებაში არც კი ვიქნებოდი.


ჩემი შეგნებული 15 წლიანი კარიერის მანძილზე ვერც ერთი, ჩემი ნაცნობი, კოლეგა, თეატრის დირექტორი, დირიჟორი თუ თუნდაც ჩემდამი უკიდურესად არაკეთილად განწყობილი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე როდესმე რაიმე ჰომოფობიური გამოხდომა მქონია ან მსგავსი აზრი გამომიხატავს.განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები საოპერო სამყაროში, უკვე ათწლეულზე მეტია, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და ისინი ჩემდამი ასეთ იარლიყს ვერ იჯერებენ.


დავუბრუნდეთ სტატუსს, რომელმაც ასეთი რეზონანსი გამოიწვია. მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი თუ რა დიდი დაძაბულობა და სტრესი ახლდა თან ამ ყოველივეს. იმ პერიოდში, დილიდან საღამომდე რეპეტიციები მქონდა და არ მქონდა საშუალება თვალი მედევნებინა მოვლენებისათვის ინტერნეტის საშუალებით. ვიფარგლებოდი მხოლოდ თეატრში მიღებული ახლობლების ზარებით. ვიღებდი ზარებს და ინფორმაციებს, თითქოს ეკლესიის ეზოში, სკოლის და მოსწავლე ბავშვების წინ "აპირებენ თეატრალიზებულ, კოსტუმირებულ გეი აღლუმს. შიშველი ბიჭებით, "საცურაო კოსტუმებით", მეუბნებოდნენ, რომ ისინი დამცინავად და გამომწვევად იქცევიან, "ეკლესია და ხალხი სასტიკი წინააღმდეგია, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც უშვებს და მფარველობს პრეზიდენტი,",შემდგომ უკვე ინფორმაცია იმის შესახებ რომ "ვეღარ შესძლეს აღლუმის ჩატარება,ბიჭებმა დაშალეს " და ა.შ


ამას დაემატა ისიც, რომ ჩემი მეუღლე მაგ პერიოდში გლოვაში იყო, ავღანეთის იმ ავბედით ოპერაციაში მისი ერთერთი უახლოესი მეგობრის დაღუპვით….ჩვენთვის ამ ფაქტმა ათმაგად უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია და….სტატუსი ინტერნეტ კაფეში, დაახლ.10 წუთში დაიწერა, აბსოლუტურად ერთი ამოსუნთქვით, ძალიან აღელვებულ და ემოციურ ფონზე. ალბათ,ეს ყოველივე იგრძნობა კიდეც მისი კითხვის დროს.სამწუხაროდ,ისტორიასაც აქვს ბევრი მაგალითები იმისა რომ უეცარი აღელვების ნიადაგზე სახელმწიფოებს ომებიც კი დაუწყიათ და სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიუღიათ.


შემდგომ, როგორც გავიგე სულ რაღაც 50მდე ადამიანის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მდუმარე აქციის ჩატარების სურვილი ყოფილა. შემდგომ კი ვიხილე არა"ბიჭებმა დაშალეს", არამედ, ის საშინელი რეალური დარბევის ვიდეოკადრებიც, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. რა თქმა უნდა სტატუსი წამსვე წავშალე მაგრამ "კეთილისმსურველებმა" უკვე მოასწრეს მისი დაკოპირება და გავრცელება.


ასე რომ, მსურს სრული გულწრფელობით ვუთხრა ჩემს მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც, რომ არც ერთი წუთით, არავის გულის ტკენა, არავის შურაცხყოფა და მით უმეტეს ვინმეს მიმართ ზიზღი ან ფობია არ განმიზრახავს. ის სიტყვები, რაც ჩემდა უნებლიედ, ემოციურ ფონზე, აქციის გამართვიდან რამდენიმე წუთში დავწერე იყო იმ შთაბეჭდილებებითა და მონათხრობით განპირობებული, რაც ახლობლებმა თბილისიდან მომაწოდეს. კადრების ნახვის შემდეგ, მას შემდეგ რაც საზოგადოების რეაქციას დავუკვირდი და მეტი შევიტყვე რეალურად რაც მოხდა, ბუნებრივია ვინანე ჩემ მიერ დაწერილი სიტყვები. მე ისინი ჩემი ემოციითა და განზრახვით მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ მქონდა გამიზნული. იმავე ფრაზების წაკითხვისას, ბუნებრივია თავადვე ერთბაშად მიჩნდება სინდისის ქენჯნა, რადგან ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში სულ ძალადობას, ყოველგვარი ფორმით ადამიანის უფლებათა შელახვას ვეწინააღმდეგები და ამ დროს, თავადვე აღმოვჩდი იმ ადამიანის იარლიყით, რომელიც ადამიანთა ერთი კატეგორიის მიმართ ზიზღის პროპაგანდაშია დადანაშაულებული. ალბათ ყველას კარგად გესმით რა შოკი შეიძლება იყოს ჩემთვის, რა განწყობას შემიქმნიდა ერთბაშად ამდენიმოზღვავებული ზიზღის წერილები, სატელეფონო ზარები, მუქარები, დაცინვა.


როგორც ჩანს, ვერ მოვზომე და ავჩქარდი და ფაქტობრივად დავწერე ის, რაც ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრებში ახლობლებისგან მოვისმინე, მოგვიანებით კი თავადვე მიუღებელი მომეჩვენა ჩემივეტექსტის რიგი ფრაზები.


არ ვიცი, რამდენად უშველის ამოდენა წყენის გაქარწყლებას ჩემი სინანული, ან რამდენად დააშოშმინებს აზვირთებულ ბრაზს ჩემი წუხილი, მაგრამ მსურს მართლაც ადამიანური გულწრფელობით პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემმა წერილმა უნებლიედ ტკივილი მიაყენა, ან ღირსება შელახულად აგრძნობინა თავი, ან უბრალოდ აღაშფოთა არაკორექტულობისა და მისთის მიუღებელი მოსაზრებების გამო.
იქნებ არც ბოდიში მომეხადა სხვა დროს, მაგრამ ამჯერად, ნამდვილად ვთვლი, რომ ჩემს სულიერ მდგომარეობაში, ერთი მხრივ ჩემი სინანული საკუთარი სინდისის წინაშე საუკეთესო კათარზისი იქნება, მეორე მხრივ კი ძალიან მინდა ყველა იმ აღშფოთებულმა ადამიანმა იცოდეს, რომ არათუ არ მეზიზღება, არამედ ყველა მათგანი მიყვარს და მეძვირფასება. ჩემი ქვეყნის ყველა შვილი, ყველა მოქალაქე და ადამიანი საყვარელი და დასაფასებელია ჩემთვის. ვერ ვეგუები იმის წარმოდგენას, რომ ადამიანთა დიდ ჯგუფს კაცთმოძულე, ჰომოფობი და საშიშად მოაზროვნე ადამიანი ვგონივარ. არასოდეს მეგონა თუ ესეთად შეიძლებოდა ვინმეს დავენახე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შევძლებ მათი ნდობის აღდგენას, ვინც გვერდით გამიდგა და უნდობლობით გაციებული მზერით, მტრულად მიყურებს.


მადლობა ყველას ჩემი გაგების, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ეხლა მხოლოდ ის მინდა, რომ გავაგრძელო ჩემი საქმე, გარდა 1-2 ამხსნელობითი გამონაკლისისა არ ვაკეთებ არანაირ ტელე/რადიო/პრესის კომენტარებს, სიუჟეტებს და ინტერვიუებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეში ათასი სკანდალს მოწყურებული ჟურნალისტი მიტოვებს შეტყობინებას და ინტერვიუს მთხოვს. მსურს მხოლოდ სიმშვიდე და სიმღერა რაც ჩემი სიცოცხლისა და არსებობის მთავარი არტერიაა, და გავაგრძელო ის ყოველგვარი პოლიტიკისა და დებატებისგან რაც შეიძლება შორს.


საუკეთესო სურვილებით
თამარ ივერი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42