ინდოეთში ყველაზე ფერადი ფესტივალი აღნიშნეს - ჰოლის ტრადიციები და ისტორია (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 13:31, 02 Mar, 2018     7781
ინდოეთი ყველაზე ფერად და ლამაზ ფესტივალს კიდევ ერთხელ მასნპინძლობს.


1-2 მარტს ინდოეთში გაზაფხულის ფესტივალი ჰოლი(Holi) ტარდება/

ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, სრულიად თავისუფალია სოციალური ნორმებისგან. გაზაფხულის დადგომას, ფერადი საღებავებითა და შეღებილი წყლით, ყველა ერთად აღნიშნავს განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა , რელიგიური შეხედულებისა და სქესისა. ხალხი ერთმანეთს ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ნაყოფიერებას უსურვებს, სურვილს კი სახეზე საღებავის წასმით გამოხატავს.

ფესტივალი გაზაფხულის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ტარდება და ორი -სამი დღე გრძლდება. ჰინდუს კალენდრით, ჰოლი სავსე მთვარეს ემთხვევა.

დღესასწაულის პირველ დღეს, ცეცხლზე უზარმაზარ საფრთხობელას ან მორთულ ხეს წვავენ, როგორც ბოროტების სიმბოლოს. მეორე (დჰალუნდი) და მესამე დღეს კი ქუჩებში სეირნობენ და ერთმანეთს ფერადი ფხვნილით ღებავენ. დღესასწაულის კიდევ ერთ ატრიბუტს სასმელი ტანდაუ და მუსიკა წარმოადგენს.

დღესასწაულის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, რომლებიც ინდოეთის სხვადასხა რეგიონებს უკავშირდება.

ერთ-ერთი უძველესი ვერსიით, ინდური ლეგენდის თანახმად, შივამ თავისი მესამე თვალით სიყვარულის ღმერთი კამა ფერფლად აქცია, რომელიც მის მედიტაციიდან გამოყვანას ცდილობდა, რის შემდეგაც ის უსხეულოდ დარჩა. მაგრამ შივას ცოლის პარვატისადა კამას ცოლის ქალღმერთ რატის თხოვნით შივამ კამას დაუბრუნა სხეული, მაგრამ წელიწადში მხოლოდ სამი თვით. როდესაც კამა იბრუნებს სხეულს ყველაფერი ფერადდება და ყვავის .

მეორე ვერსიით, სახელწოდება ჰოლი წარმოიშვა დემონი ჰოლიკას სახელიდან. გოროზი მეფის ძე – პრახლადა თაყვანს სცემდა ვიშნას და ამაზე უარის თქმას არ აპირებდა. ხელმწიფის დამ – დემონმა ჰოლიკამ, რომელიც ლეგენდის თანახმად ცეცხლში არ იწვებოდა, პრახლადა დაიყოლია კოცონში შესულიყო. თუმცა, პრახლადა ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა, ჰოლიკა კი დაიწვა. სწორედ, ამიტომ წვავენ დღესასწაულის პირველ დღეს ჰოლიკას გამოსახულებას.

იმ რეგიონში, რომელიც ჰინდუს ღვთაების კრიშნას საცხოვრელად ითვლება, ჰოლის აღნიშნავენ, როგორც სიყვარულის ფესტივალს, რომელსაც კრიშნასადმი რადჰას სიყვარული უდევს საფუძლად. ლეგენდის თანახმად, კრიშნას ლურჯი კანის ფერი ჰქონდა, რადგან ჩვილობისას ის დემონმა პუტანამ დედის რძით მოწამლა. ახალგაზრდობაში კრიშნა დარდობდა, რომ მისი კანის ფერის გამო, ის არც რადჰას არც სხვას არავის შეუყვარდებოდა. კრიშნას დედამ შვილის ტანჯვას ვერ გაუძლოა და რადჰას სთხოვა, სახე ნებისმიერი ფერის საღებავით შეეღება. ამის კრიშნა და რადჰა წყვილი გახდა.

ჰოლის სხვადასხვა სახელწოდება აქვს და ინდოეთის გარდა მას აღნიშნავენ, ნეპალში, პაკისტანში, ფიჯიზე, მავრიტანიაში, გაიანაში, ტრინიდადი და ტობაგოში და ა.შ.

წლევანდელი ჰოლი ინდოეთში ასე აღნიშნეს:






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42