ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ჯოლი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელის, ლონდონის ეკონომიკის სკოლაის (LSE) მიწვეული პროფესორი იქნებოდა, გასულ წელს გავრცელდა.
პირველ ლექციამდე ჯოლიმ Evening Standard-თან განაცხადა, რომ ნერვიულობდა.
„ცოტა ვნერვიულობ, იმედი მაქვს, კარგად გავუმკლავდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“ - განაცხადა ჯოლიმ.
ლექციაზე მიმავალი მსახიობი ფოტოგრაფებმაც დააფიქსირეს.
ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრის მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავს ლექციებს.
აღნიშნული ცენტრის სხვა პროფესორებსა და მკვლევარებს შორის არიან ისეთი გამოჩენილი და გავლენიანი პირები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უილიამ ჰეიგი, "მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ქალთა საერთაშორისო ლიგის" ხელმძღვანელი მადლენ რიზი, უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის წარმომადგენელი ჯეინ კონორსი.







მასალის გამოყენების პირობები






