ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი, 44 წლის ბენ აფლეკი აღაიარებს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან განსაკურნებლად სპეციალური კურსი ჩაიტარა და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„ალკოჰოლზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო მკურნალობის კურსი დავასრულე. ეს არის ის, რასაც ვებრძოდი წარსულში და რომელთან ბრძოლასაც გავნაგრძობ. მინდა სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო და ვიყო კარგი მამა“ - წერს მსახიობი ფეისბუკზე.
ბენ აფლეკმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მეუღლეს, ჯენიფერ გარნენს, ნათესავებსა და მეგობრებს და აღნიშნა, რომ „ეს პირველი ნაბიჯია სრული გამოჯანმრთელების გზაზე.“
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა განქორწინება გადაიფიქრეს. როგორც გამოცემა People წერს, ჯენიფერ გარნერმა განქორწინების შესახებ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, უკან გაიტანა.
ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის 10 წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ ცნობები, 2015 წელს გავრცელდა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და სანიმუშო ოჯახის დანგრევის ოფიციალური მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, მიზეზი ბენ აფლეკი გახდა, რომელმაც გარნერს ბავშვების ძიძასთან უღალატა.
დაშორების შემდეგ გარკვეული პერიოდი ისინი ერთად ცხოვრობდნენ, რათა მათ განშორებას ბავშვებისთვის ტრავმა არ მიეყენებინა.
მას შემდეგ რაც ბენი საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, გარნერის სახლს ყოველკვირეულად სტუმრობდა. დასვენების დღეებს მსახიობები შვილებთან ერთად ატარებდნენ, რის ამსახველ კადრებსაც დასავლური ტაბლოიდები სისტემატიურად ავრცელებდნენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2005 წელს იქორწინა. ბენსა და ჯენიფერს 3 შვილი ჰყავთ: 11 წლის ვაიოლეტი, 8 წლის სერაფინა და 5 წლის სემუელი.
ბენ აფლეკი ოსკარების 2-გზის ლაურეტია. აფლეკმა ოსკარი 1997 წელს აიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაში ფილმისთვის "ნიჭიერი უილ ჰანტინგი", ხოლო 2012 წელს კი საუკეთესო ფილმისთვის — არგო, რომლის რეჟისორი და პროდიუსერი თავად იყო
მასალის გამოყენების პირობები






