კონფლიქტების მართვის ინსტიტუტისა და ICCN-ცენტრის თანამშრომლობით პრეზენტაცია ჩატარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:25, 15 Mar, 2017     1457
14 მარტს, ICM - კონფლიქტების მართვის ინსტიტუტისა და ICCN - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: „გერმანიის მიდგომები და პოლიტიკა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან მიმართებით“ (‘German Approaches and Politics towards Geo-Russ Relations’).

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გერმანელი მოხალისის - ალისა ვითშენის მიერ. მკვლევარმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, პრობლემებზე და ევროკავშირის/ნატოს ფარგლებში დღეს არსებულ გამოწვევებზე.

პრეზენტაციის დროს განხილული იყო გერმანიის საერთაშორისო საშუამავლო აქტორის როლი საქართველოს კონფლიქტოგენურ ურთიერთობებში; მისი ჩართულობა აფხაზეთის რეგიონალური კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების პროცესში. შეხვედრაზე მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ გერმანიის, როგორც მესამე ნეიტრალური მხარის ქმედებებს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში და აღნიშნული კონფლიქტის კონსტრუქციულად გადაწყვეტასა და დეესკალაციის საკითხებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ლექციაზე დამსწრე პირებმა, მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს. გაიმართა დისკუსია საქართველოს გამოწვევების შესახებ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო რუსეთის პროპაგანდის ძალასა და ინფორმაციული ომის აქტუალობას.

კვლევის პრეზენტაციას დაინტერესებულ პირებთან ერთად, ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის მკვლევარები, TNS Georgia-სა და Club de Chance-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფლიქტების მართვის ინსტიტუტი ახლადდაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს კონფლიტების ანალიზისა და მართვის, საყოველთაო მშვიდობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოებისა და სოციალური აქტივობების ხელშეწყობისა და განხორციელების კუთხით.

ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას, კონფლიქტის ცნების დანერგვას - როგორც პოზიტიური მოვლენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42