"ვფიქრობ, ეს საშინლად საყვარელი იყო" - პროფესორი BBC-ის ეთერში ოჯახთან ერთად გამოჩნდა(ვიდეო)
ეს საინტერესოა - 11:07, 15 Mar, 2017     30144


ვიდეო ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს.

სოციალური ქსელების მომხმარებლების უმეტესობა, ბავშვების „შეჭრაზე“ მეტად, ოთახში დედის "შევარდნამ" გაამხიარულა, რომელიც რატომღაც ყველამ ჩათვალა , რომ მათი ძიძა იყო, მათ შორის სხვადასხვა მედიასაშუალებამაც.

პროფესორი რობერტ კელი BBC-ის ეთერში ოჯახთან ერთად გამოჩნდა და ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ლაივზე ისაუბრა.



BBC-ისთან და WSJ-სთან ერთობლივი ინტერვიუს დროს, რობერტ კელის მეუღლემ განაცხადა, ვიდეოს ნახვის შემდეგ, ბუნებრივია, იცინეს, თუმცა, უფრო მეტად ინერვიულეს იმაზე, რაც მოხდა.

„როდესაც რობერტი მუშაობს, ოთახის კარებს კეტავს ხოლმე. ბავშვები მამის სამუშაო ოთახში შესვლას რომ ცდილობენ, ხედავენ კარი ჩაკეტილია და ჩემთან ბრუნდებიან. იმ დღეს კი ასე არ მოხდა და მივხვდი, რომ მათ რაღაც აურიეს. ამიტომ შევავრდი ოთახში და შევეცადე ბავშვების გაფუჭებული სიტუაციის გამოსწორებას“ - განაცხადა იუნგ-ა კიმმა.

„შემეშინდა, რომ BBC აღარასოდეს დამირეკავდა" - იხუმრა კელიმ. "როდესაც ვიდეო ვნახე, ეს იყო მოულოდნელობის, არეულობისა და გაუგებრობის ნარევი... ასევე სიყვარულისა და სითბოსი. ვფიქრობ, ეს საშინლად საყვარელი იყო. ნამდვილად ძალიან სასაცილოა“ – თქვა პროფესორმა.

მისი თქმით, შემთხვევის შემდეგ გადაცემის წამყვანს ბოდიში მოუხადა, დაახლოებით 15 წუთში კი მას პროდიუსერმა დაურეკა და ვიდეოს გავრცელების ნებართვა სთხოვა.

კელის თქმით, მათ ბევრი იფიქრეს ვიდეოს გავრცელებაზე, შეეშინდათ, მათი „შვილებისთვის არ დაეცინათ,“ სცადეს, რომ ამ ყველაფრისთვის იუმორით შეეხედათ.

კითხვაზე, რატომ ეგონა მაყურებლების უმრავლესობას მისი მეუღლე ძიძა, იუნგ-ა კიმმა პასუხობს, რომ ამ საკითხზე ოჯახში საუბარი არ ყოფილა.

„ ვიმედოვნებ, რომ ხალხი ამ ვიდეოთი უბრალოდ გაერთო და სხვა დეტალებზე აღარ იკამათებენ. მაგრამ მე ძიძა არ ვარ. ეს არ არის სიმართლე. იმედი მაქვს, შეწყვეტენ ამაზე საუბარს“ - განაცხადა ბავშვების დედამ.

ჟურნალისტებმა პროფესორს ისიც კითხეს, ეცვა თუ არა მას ღამის საცვლები ინტერვიუს დროს, რის გამოც ადგომა და ბავშვების ოთახიდან გაყვანა ვერ მოახერხა. რობეტ კელის თქმით, მას ინტერვიუს დროს ნამდვილად შარვალი ეცვა და არა ღამის საცვლები.

შეგახსენებთ, რობერტ კელი, რომელიც პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია, სამხრეთ კორეაში 2008 წლიდან ცხოვრობს. ჰყავს კორეელი მეუღლე და ორი შვილი - ოთხი წლის მარიონი და ცხრა თვის ჯეიმსი.

პირდაპირ ეთერში კელის მცირეწლოვანი შვილები მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სერიოზულ შეკითხვას პასუხობდა. ოთახში თავდაპირველად მისი უფროსი შვილი „შეიჭრა“ და მის უკან ცეკვა დაიწყო.

კელი შეეცადა შვილისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მისი პრობლემა მალე გართულდა, რადგან ოთახში მეორე ბავშვი შევიდა.

კულმინაცია კი ოთახში ბავშვების დედის შესვლა გახდა, რომელმაც ბავშვებს ნერვიულად დასტაცა ხელი და მათი ოთახიდან გაყვანა სცადა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფროსი გოგონა გაჯიუტდა და ოთახში დარჩენას მოითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ქალმა მათი გაყვანა მოახერხა და მამას ინტერვიუს გაგრძელების საშუალებაც მისცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42