ევროპული სასამართლო დამსაქმებლებს ბურკის აკრძალვის უფლებას ანიჭებს
მსოფლიო - 14:58, 14 Mar, 2017     2296
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლებს აუკრძალონ ისლამური თავსაბურავისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარება.


ამის შესახებ "ტელეგრაფი" იტყობინება. გამოცემის ცნობით, სამუშაო ადგილზე მუსულმანი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების საკითხზე აღნიშნული სახით სამართლებრივი დავა, პირველია.

„ორგანიზაციის შინაგანაწესი, რომელიც კრძალავს პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური სიმბოლოების ტარებას, არ წარმოადგენს უშუალო დისკრიმინაციას“ - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე, ბელგიიდან და საფრანგეთიდან ორმა დასაქმებულმა ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც სამსახურიდან თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმის შემდეგ დაითხოვეს.

ბელგიელი ქალი კომპანია G4S Secure Solutions-ში მისაღებში მუშაობდა, რომელსაც შინაგანაწესის თანახმად, აკრძალული აქვს აშკარა რელიგიური ან პოლიტიკური სიმბოლოების ტარება, ხოლო ფრანგი მოსარჩელე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კონსულტანტია, რომელსაც სთხოვეს თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმა მას შემდეგ, რაც კლიენტმა უკმაყოფილობა გამოთქვა.

სასამართლო დავა 2006 წელს დაიწყო თავდაპირველად ეფუძებოდა „დაუწერელ წესს“ თანამშრომლებისთვსის თავიანთი პოლიტიკური, ფილოსოფიური თუ რელიგიური შეხედულებების აკრძალვაზე ,მაგრამ კომპანიამ შინაგანაწესი განაახლა მას შემდეგ, რაც ქალმა ჰიჯაბის ტარება დაიწყო.


„თუმცა, თუკი ასეთი წესი არ არსებობს, დამსაქმებლის სურვილი გაითვალისწინოს კლიენტის თხოვნა, რომელსაც არ სურს, რომ მომსახურება გაუწიოს თავსაბურავიანმა თანამშრომელმა, არ შეიძლება განიხილებოდეს პროფესიულ მოთხოვნად, რომელიც დისკრიმინაციას გამორიცხავს“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42