ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეიდან თურქეთში გაუქმდება ჰოლანდიის დიპლომატების თვითმფრინავების დაშვების ნებართვა, თუმცა ეს არ შეეხება რიგით მოქალაქეებს.
ვითარება ორ ქვეყანას შორის მას მერე დაიძაბა, რაც ნიდერლანდებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიტინგზე დასწრებას აპირებდა, როტერდამში არ შეუშვა და მისი თვითმფრინავი უკან გააბრუნა.
შეგახსენებთ, ჰოლანდია მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელიც პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარსის გაცნობას ეხება.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ერდოღანმა ჰოლანდიას "ბანანის რესპუბლიკა" უწოდა.
როტერდამიდან გაბრუნებული მევლუთ ჩავუშოღლუ სააგიტაციო მიტინგს საფრანგეთის ქალაქ მეცში დაესწრო და ჰოლანდიას „ფაშიზმის დედაქალაქი“ უწოდა.
ჩავუშოღლუს ნოტერდამში არშეშვების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა „ნაცისტურ ქმედებებში“ გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებიც დაადანაშაულა.
„შეგიძლიათ არ შეუშათ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში. თუმცა ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს“ - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
ჰოლანდიის გარდა, მიტინგების ჩატარებაზე თურქულ დიასპორას უარი უთხრეს გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებმაც.
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






