ილია მეორე: ,,მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო“
საზოგადოება - 14:00, 02 Jun, 2013     594

პატრიარქმა მრევლს მიმართა, რომ შაბათი წიგნის დღედ დაწესდეს.


"რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა – ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ – ზედაპირულად. ადამიანი მხოლოდ ტელევიზიით და პრესით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს – უპირველეს ყოვლისა "ბიბლიას" და შემდეგ სხვა წიგნებს", - ბრძანა უწმინდესმა.


პატრიარქმა სტუდენტობის წლები გაიხსენა, როცა რომ მისი თანაკურსელების ნაწილი მხოლოდ ლექციით კმაყოფილდებოდა, ნაწილი კი სადილის შემდეგ ბიბლიოთეკაში მიდიოდა და ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ წიგნებს ეძებდა. უწმინდესის თქმით, თავადაც იყო დაინტერესებული ფილოსოფიური ლიტერატურით, თუმცა ვინაიდან მაშინ ამგვარი წიგნების კითხვა იკრძალებოდა, მეგობრებთან ერთად ჩუმად კითხულობდა.


"მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ჩვენი ხალხით უნდა გაივსოს. იქ ვნახავთ უამრავ საინტერესო წიგნს. საპატრიარქოს ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და იქ ისეთი წიგნებია, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. შაბათობით, 10:00-დან 19:00 საათამდე ღია იქნება ბიბლიოთეკები და ჩვენ უნდა მივიდეთ, რათა ვიკითხოთ წიგნები. იქ დაგხვდებათ სათანადო პირობები და ბევრს ისწავლით", - აღნიშნა უწმინდესმა.


პატრიარქმა ციტირების წესის დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წიგნიდან ციტირებისას უნდა მიეთითოს ავტორის გვარი და სახელი, წიგნის დასახელება, გამოცემის წელი და გვერდის ნომერი. "ჩვენს სასწავლებლებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სასვენ ნიშნებს – სად უნდა იყოს წერტილი, სად – მძიმე, წერტილ-მძიმე ან ორწერტილი. ეს ადამიანის კულტურის მაჩვენებელია. ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება. ღმერთმა მოგცეთ ძლიერი, მტკიცე, ჭეშმარიტი სარწმუნოება და დიდი ცოდნა", - ბრძანა უწმინდესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42